შეცვლილი წესი იტალიაში - რა იქნება, თუ უდიდესი სასწაული მოხდება და სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლი" და "ლაციო" ერთნაირ ქულებს დააგროვებენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" 33 წლის შემდეგ ისტორიული სკუდეტოს მოპოვებასთან ერთ ნაბიჯშია და წესითა და რიგით, ამას ხელს ვეღარაფერი შეუშლის, მაგრამ Arenanpoli ახალ წესზე მაინც წერს, რაც იტალიაში ამოქმედდა.

მოგეხსენებათ, სერია A-ში 6 ტური დარჩა, "ნაპოლი" კი "ლაციოს" 18 ქულით უსწრებს. აქედან გამომდინარე, "პარტენოპეიმ" ყველა უნდა წააგოს და რომაელებმა ყველა მოიგონ, რაც ფანტასტიკის სფეროდან რომ არის, ყველა კარგად ხვდება.

თუ ეს საოცრება მართლაც მოხდება, კალჩოში ბურთების სხვაობა და ურთიერთშეხვედრების შედეგები აღარ
დაითვლება.

"ნაპოლი" და "ლაციო" თანაბარი ქულების შემთხვევაში პლეი-ოფის მატჩს ითამაშებენ და ჩემპიონის ბედიც ასე გადაწყდება.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ქვემოთ კომენტარებს გამოვეხმაურები.
უკაცრავად ეს ქვეყანა მარტო ქოცის და ნაცის არის? სხვები ხალხად არ მიგაჩნივართ? არც ფეხბურთელს გვიტოვებთ, არც მომღერალს, არც სხვა ხელოვანს, თქვენს სიბინძურეში რომ არ გასვაროთ?!
ვისაც ვიცნობ ჩემს თანატოლებს, ყველას აქედან გაქცევა უნდათ. ალბათ იტყვით, ვისაც არ მოსწონს წავიდესო, დიდად არც სიყვარული გაგაჩნიათ და არც თანადგომა ერთმანეთის მაგრამ არ მგონია დაცილი ქვეყანა, ვინმესთვის მაინც იყოს მოსაწონი. (იმედს მაინც ვიტოვებ).

ზუსტად ამ ტოქსიკური გარემოს შეცვლა უნდათ და იმიტომ გარბის ყველა. მალე ნორმალურად მოაზროვნე ქართველი აღარ დარჩება აქ და ეძახეთ მერე ერთმანეთს ქოცი და ნაცი.

თუ ვინმე მთავრობის საწინააღმდეგოდ რაიმეს იტყვის, ეგრევე ნაცს ეძახით, ვითომ თქვენ არ დაგიდგებათ ის დრო, როცა უსამართლობის წინაშე დადგებით ხელისუფლებისგან. თვითონ იჭრით ყველა გზას და საკუთარი მთავრობა თქვენც ნაცებს დაგიძახებს, როგორც კი არ მოეწონებით და ნუ გექნებათ ილუზია რომ სულ მოეწონებით.
იგივეს ვიტყვი რათქმაუნდა მეორე მხარეზე, როგორც კი რაიმეს ამათ საწინააღმდეგოს იტყვი მაშინვე ქოცი ხარ.

და ვინ შექმნა ეგ სიტუაცია?
ხალხო ვერ ამჩნევთ რომ ერთმანეთს ტელევიზიებისგან შემოგდებული სიტყვებით ვესაუბრებით?
ქოცი, ნაცი, რუსეთუმე, ვიღაცისტი...
ყველა იმ ტელეგიზიის პროპაგანდითაა გატენილი, რომელსაც უყურებს და მერე ერთმანეთში გადააქვთ. ერთმანეთს ვიღაც ტელევიზორში გამომჯდარი ნაძირლების ენით ელაპარაკება ხალხი.
დაფიქრდით, ყველა თაობა და ეცით ერთმანეთს პატივი.
დაუშვით გონებაში ის, რომ შეიძლება ადამიანი საერთოდ ანარქისტი იყოს, ათეისტი, პანთეისტი ან საერთოდ არაფრისტი მაგრამ ფეხბურთი უყვარდეს და თქვენ არ გაქვთ უფლება რომელიმე პარტიას მიაკუთვნოთ ხალხის საყოველთაო სიყვარული.

პ.ს ბედნიერი ერი ჩვენზე დაიწერა ყოველ დღე ვამართლებთ ყველა სტრიქონს...
Skeleton
22:18 02-05-2023
2
არაფერი კარგი არ გახარებთ ნაცებს... დაბოღმილი, გაბოროტებული ხალხი...არ გახარებთ კი არა და გეზიზღებათ... მიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ...და იქნებით უკუნისამდე... ვივამედის ბინადარს მიხედეთ...იფიცეთ მისი მზე და მთვარე, გინდათ ივლისამდე და გინდათ სამარემდე... კვარაცხელია კი არ არის სახსენებელი თქვენი დამპალი პირიდან.
ქუთაისი
15:44 02-05-2023
35

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული