"თქვენ მათ არ ექცევით კარგად, სირცხვილია" - იტალიელმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ქომაგები დაიცვა

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა ალდო კაზულომ ნეაპოლელი ქომაგების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

"ძვირფასო მკითხველებო (გაზეთის), სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებში ვერ დაგეთანხმებით, სადაც ხალხი ტურინიდან, ბერგამოდან, უდინეზედან და ვარესადან ხელს აწერენ სპეციალურ ხელშეკრულებას, რომ ნეაპოლელმა ქომაგებმა ჩემპიონობა მათ ქალაქში არ აღნიშნონ. დაფიქრდით, მაგალითად, ტურინელი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ბებია-ბაბუა სამხრეთიდან ჰყავს. დაიმახსოვრეთ, იტალიის ყველა ქალაქი ყველა იტალიელისაა.

ვფიქრობ, არავის შეუძლია საკუთარ მოქალაქეს სიხარული დაუშალოს. მარტივ მაგალითს გეტყვით, ყველა ბერგამოელი გულშემატკივრობს "ატალანტას"? არა, ბევრი "მილანის" გულშემატკივარია, ბევრიც "ინტერის" ან "იუვენტუსის", ზოგი კი საერთოდ არ უყურებს
სპორტის ამ სახეობას.

ნეაპოლელ ქომაგებს სრული უფლება აქვთ, ნებისმიერ ქალაქში მშვიდობიანი გზით აღნიშნონ ჩემპიონობა" - განაცხადა ალდო კაზულომ.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული