დე ლაურენტისი: თუ უეფა ისევ არ შეგვაჩერებს, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ - ოსიმენი და კვარაცხელია დარჩებიან

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ამერიკის ტელეკომპანია CBS-სთან სკუდეტოს მოპოვებაზე, ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯობაზე, სამომავლო გეგმებზე და იმაზე ისაუბრა, დარჩებიან თუ არა გუნდში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.

"ახალ ერას ვიწყებთ, მომავალ წელსაც უნდა მოვიგოთ სკუდეტო, მომდევნო წელსაც, თუმცა ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიმარჯვოთ. ამას ვეცდებით, თუ მსაჯები არ შეგვაჩერებენ. პუბლიკის რეაქცია წარმოუდგენელია, ეს იგრძნობა. ამ მომენტს 33 წელი ველოდით. როდესაც 2004 წელს გაბანკროტებული კლუბი ჩავიბარე, მაშინ ვთქვი, რომ რანგით მესამე დივიზიონიდან სერია A-ში 10 წელიწადში დავაბრუნებდი. 3 წელიწადში დავაბრუნე. შემდეგ
გავნაცხადე, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. ეს დანაპირებიც ვადამდე შევასრულე.

ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში უძლიერესები ვიყავით, შემდეგ ეტაპზე "მილანთან" ორივე მატჩში მსაჯობის გამო ვერ გავედით. ასეთია ფეხბურთი, ეს უეფაა... კიდევ ვცდით, კიდევ და კიდევ. ლოს-ანჯელესში ფილმს ვიღებდი და კაპრიზე 15 დღით დასასვენებლად წასვლა გადავწყვიტე. "ნაპოლის" გაკოტრების ამბავი შევიტყვე და ის, რომ აუქციონი გაიმართებოდა. 37 მილიონი ევრო შევთავაზე მხოლოდ კლუბის სახელში. ვკითხე, სად არიან ფეხბურთელები და მიპასუხეს, რომ ისინი გუნდში აღარ იყვნენ. 37 მილიონი მხოლოდ გუნდის სახელში გადავიხადე.

2022 წლის მაისში ვიღაც ჟურნალისტმა მკითხა: "ამდენი მოთამაშე გაყიდეთ, რას იზამთ მომავალ სეზონში?" ვუპასუხე, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. ბევრს გაეცინა. გასულ წელს რამდენიმე განებივრებული ფეხბურთელი გვყავდა, რომლებსაც ენთუზიაზმი აღარ ჰქონდათ, მე ახალი სახეები მჭირდებოდა, ახალი ერთიანი გუნდი.

როდის მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას? თუ უეფა ცუდი მსაჯობით ისევ არ შეგვაჩერებს, როგორც ეს წელს მეოთხედფინალებში მოხდა, ამას მომავალ წელს მოვახერხებთ".

დე ლაურენტისმა აგრეთვე განაცხადა, რომ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მუშაობას გააგრძელებს, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას არავითარ შემთხვევაში არ გაასხვისებს და კვირას "ფიორენტინასთან" ნამატჩევს დიდი ზეიმი გაიმართება, რომელიც უკვე ერთი თვეა დაწყებულია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
როცა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა მიზანი, გუნდიც შესაბამისად, თანდათან შედის სათამაშო ფორმაში და ფორმის პიკს პლეი-ოფების დროს აღწევს.
სეზონის დასაწყისში, წელს, ნაპოლის მიზანი არ ყოფილა არც ჩემპიონთა ლიგის მოგება და არც სკუდეტო. და ნუ ბლეფობს ბატონი პრეზიდენტი. :)
მსაჯები რომ მილანთან მთლად ნამუსიანად არ იქცეოდნენ, ეგ კია სიმართლე.
გოგია
06 მაისი 2023 16:26
0
გოგია შენ უკეთ იცი ნაპოლის პრეზიდენტზე რა მიზანი ქონდა ნაპოლის... ესაა ტიპიური ქართველი ყველამ ყველაფერი იცის ყველა ექსპერტია ... აა ძმაო გოგიამ იცის ნაპოლის რა მიზანი ქონდა თორე ნაპოლის პრეზიდენტმა რაიცის ნაპოლის რა მიზანი ქონდა რომელშიც 37 მილიონი ევრო გადაიხადა ამ გუნდის ყიდვაზე..
mr
07 მაისი 2023 08:29
0
კიმი, ზელენკსი და ვიქტორი დიდი ალბათობით დატოვებენ გუნდს. საჭიროა კარგი ცენტრალური მცველი, ნახევარმცელი და თავდასხმელი. ზელენსკის რასპადორი იდეალურად შეცვლის. თუმცა დაცვით ფუქნციებს ვერ შეასრულებს.
dato
06 მაისი 2023 14:34
3
პოლონელს კი ყავს შემცვლელი ელმასი არა ცუდი მე მეტიც მირჩვენია.მთავრი ლობოტკა ოსიმენი და კვარ არ წავიდეს და გუნდის სხვა ფეხბურთელბის ჩანაცვლება შეიძლება.რასპადორი ზამენის თავდასხმელი კარგი თან.
მოსეხონელო
07 მაისი 2023 09:04
0
ლიგის მოგებას უფრო გრძელი სათადარიგო ჭირდება. ლობოტკა-ანგისა-ნდომბელე-მარიო რუი-ლოზანოთი ლიგის მოგება არის ზღაპარი. სეზონის ბოლოსკენ ძალები აღარ ჰყოფნის გუნდს. ჩემპიონატში, თუ თავიდან დიდ ჰანდიკაპს შექმნი, პრობლემა ნაკლებადაა, მაგრამ ლიგაზე, პლეიოფების ეტაპზე, კონკრეტულ დროს, კარგ ფორმაში თუ არ ხარ, მანამდე რაც ითამაშე, წყალში ჩაგეყრება.
ციციკორე
06 მაისი 2023 13:22
2
ერთი ტოპი მოიყვანონ ცენტრში და კი გამოუვათ ყველაფერი.
Hans
06 მაისი 2023 10:50
4
"გიო" კაი კითხვაა, ყველაფერზე პასუხს რო ცემს ისეთი კითხვა
იეა
06 მაისი 2023 08:46
3
ჯერ კიდევ 5 მატჩი არის ჩასატარებელი. ხვიჩა აუცილებლად გააუმჯობესებს შედეგებს!
aburjga
06 მაისი 2023 06:22
2
მაგარი კაცია ლაურენტისი! რა არ ეძახეს ხარბი, ჟმოტი და ა.შ. იცის კაცმა თავის საქმე!
დავით 67
06 მაისი 2023 05:02
2
წარმატებები ბატონო! და ერთი კითხვა მაქვს ჟურნალისტებთან, მკითხველებთან, ამ სეზონში ევროპაში რამდენ ფეხბურთელს ქონდა 12 გოლი 10 ასისტი? რათქმაუნდა შემტევ-ნახევარ-მცველებზე გეკითხებით. #კვარასაქართველოსსიამაყე.
გიო
06 მაისი 2023 04:28
2
ტოპ ლიგაში,პირველივე სეზონში,რამდენ ფეხბურთელს ჰქონიაო,ასეთი შედეგი,რომ გეკითხა,კიდევ უფრო უკეთესი კითხვა იქნებოდა.დარჩენილ მატჩებში,კიდევ რომ დაუმატებს,მგონი ეგეც ყველას გვჯერა.რა თქმა უნდა მოწონება(ლაიქი)
სოსო
06 მაისი 2023 18:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული