28 წლის პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ზილენსკის "ნაპოლიში" დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
areanapoli იტყობინება, რომ კლუბი 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის სამი წლით გახანგრძლივებას და სეზონური 3.5-მილიონევროიანი გასამრჯელოს 2.5 მილიონამდე შემცირებას სთავაზობს.
ზილენსკი ნეაპოლში თავს შესანიშნავად გრძნობს, დღეს "ინსტაგრამზე" ახლადშეძენილ, ორიგინალურ Fiat 500-თან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც თავისი მეოცე ნომერი დააწერა და გუნდში დარჩენა-არდარჩენის თაობაზე ფიქრობს.
პიოტრი "ემპოლიდან" "ნაპოლიში" 2016 წელს გადავიდა და მას შემდეგ კლუბში 231 მატჩში 34 გოლი გაიტანა.