ოსიმენი სპალეტის გაუბრაზდა - "ნაპოლის" მწვრთნელმა გუნდიდან წასვლა დაადასტურა?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ინტერს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის 68-ე წუთზე "პარტენოპეის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ჯოვანი სიმეონეთი ჩაანაცვლა, რამაც ნიგერიელი ძალიან გააბრაზა.

ის მოედნიდან გასვლისას ძალიან უკმაყოფილო იყო:

"რატომ?! ეს რა ჯანდაბაა?!", - ამბობდა ვიქტორი, რომელმაც მწვრთნელის მიმართულებით ხელი აიქნია, მის ასისტენტს კი ხელი ჰკრა.

ტოსკანელი მენეჯერის თემა ამით არ ამოწურულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალ
ისტები მას მომავალზე დაეკითხნენ, რაზეც მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მაგრამ პრეზიდენტ დე ლაურენტისთან შეთანხმებით, ჯერჯერობით ის არ ხმაურდება.

ლუჩანომ აღნიშნა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებს და ყველაფერი მალე გაცხადდება.

ამ კომენტარის შემდეგ მსოფლიო სპორტულ პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ სპალეტიმ თავისი წასვლა დაადასტურა.

უფრო მეტიც, იტალიელები უკვე წერენ, რომ დე ლაურენტისი ახალ შესაძლო დამრიგებლებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას და მას საკმაოდ ბევრი კანდიდატი ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
შემდეგი თამაშში ზამენაზე უნდა დააყენოს ამას თუ არ იზავს მის რეპუტაციაზე აისახება
Ioseb
22 მაისი 2023 13:40
2
უზრდელია და დასასჯელი. თავში უვარდებათ ა ფეხბურთელებს. ყველა მილიონერია და ასე იქცევიან. რა უფლება გაქვს ხელი ჰკრა უფროს კაცს, კაცს რომელმაც კაცად გაქცია? ამპარტავნებას საზღვარი არა აქვს. ამიტომაა რაგბი გამორჩეული სპორტი. ხელს აუქნევ და " დავაი დასვიდანია", თუ მანამდე თავ=ყბა არ დაგალეწეს))
რეზო
22 მაისი 2023 12:04
5
არ ვიცი მართლა უნდა სპალეტის გუნდიდან წასვლა,თუმცა თუ გავითვალისწინებთ ,რომ როგორც წიწა სეზონში ისე ეხლაც გუნდმა ბოლოსკენ საგრძნობლად მოუკლო და ძალიან გაუმართლა რომ გრანდები სეზონს ცუდ ფორმაში შეხვდნენ,ვფიქრობ ამბიცია მომატებული პრეზიდენტი მის შეცვლაზე იფიქრებს.
ენძო
22 მაისი 2023 12:02
4
გრანდები სეზონს ნორმალურ ფორმაში შეხვდნენ,მაგრამ მათი ფეხბურთელები,მსოფლიოს სხვადასხვა უძლიერეს ნაკრებებში თამაშობენ და მათმა მსოფლიოს ჩემპიონაზე თამაშმა და იქ მიღებულმა ტრავმებმა თუ ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა გადაღლამ,პირველობის დამთავრების შემდეგ,მათი ფორმიდან ამოვარდნა განაპირობა.ამან,რა თქმა უნდა კლუბების ფორმაზეც იმოქმედა და სწორედ ამ პერიოდში გაზარდა ნაპოლიმ უპირატესობა.მერე და მერე,მათ დაიბრუნეს ფორმა და ნაპოლი გადაიღალა,მაგრამ დაგროვილმა უპირატესობამ,სკუდეტო ვადამდე მოაპოვებინათ,ლიგაზე კი,უკვე ფორმის პიკიდან ამოვარდნილებმა,მარცხი განიცადეს.
პ.ს.რა თქმა უნდა ნაპოლის ფეხბურთელებიც იყვნენ მსოფლიოზე,მაგრამ ცოტანი და არა ფავორიტ ნაკრებებში.მათ გაცილებით ნაკლები დატვირთვა მოუწიათ, დასვენებაც მოასწრეს და სწორედ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გააკეთეს სპურტი,რომლის შემდეგ,სხვებმა სკუდეტოზე ფიქრს თავი გაანებეს და ევროთასებზე გადაიტანეს აქცენტი.მთლიანად იტალიური კლუბების საევროთასო წარმატებებიც სწორედ იმან განაპირობა,რომ იტალიის ნაკრები,მსოფლიოს პირველობაზე ვერ მოხვდა და ადგილობრივი,იტალიელი ფეხბურთელები,შელახული პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას,სწორედ იქ შეეცადნენ.
სოსო
22 მაისი 2023 17:27
0
საიდან მოდის ეს აზრი რომ იტალიური გრანდები ცუდ ფორმაში იყვნენ წელს? ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე და კონფერენს ლიგაზე ყველგან იტალიური გუნდი არის ფინალში
123
22 მაისი 2023 13:51
2
სპალეტის წასვლა შეიძლება წაადგეს ხვიჩას. ახალმა მწვრთნელმა იქნებ მეტი თავისუფლება მისცეს და კუთხურის ალამს არ მიაჯაჭვოს სპალეტივით.
ზ7
22 მაისი 2023 11:50
3
ხუან ჟეზუსს ბრაზილიის ნაკრებში არც კი იძახებენ ცნობისათვის...
ლაშა
22 მაისი 2023 11:28
2
კაცს ორი გოლი აკლდება მორიგ ბონუსამდე და გაუბრაზდებოდა, აბა რას იზამდა:-)))
ერთ-ერთი ძმა კეჟერაძე
22 მაისი 2023 10:58
2
ოსიმენი მართლა შესაცვლელი იყო, აი კიმი, რო გაიყვანა კინაღამ დაისაჯნენ მაგის გამო
გოგა
22 მაისი 2023 10:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული