ოსიმენი სპალეტის გაუბრაზდა - "ნაპოლის" მწვრთნელმა გუნდიდან წასვლა დაადასტურა?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ინტერს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის 68-ე წუთზე "პარტენოპეის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ჯოვანი სიმეონეთი ჩაანაცვლა, რამაც ნიგერიელი ძალიან გააბრაზა.

ის მოედნიდან გასვლისას ძალიან უკმაყოფილო იყო:

"რატომ?! ეს რა ჯანდაბაა?!", - ამბობდა ვიქტორი, რომელმაც მწვრთნელის მიმართულებით ხელი აიქნია, მის ასისტენტს კი ხელი ჰკრა.

ტოსკანელი მენეჯერის თემა ამით არ ამოწურულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალ
ისტები მას მომავალზე დაეკითხნენ, რაზეც მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მაგრამ პრეზიდენტ დე ლაურენტისთან შეთანხმებით, ჯერჯერობით ის არ ხმაურდება.

ლუჩანომ აღნიშნა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებს და ყველაფერი მალე გაცხადდება.

ამ კომენტარის შემდეგ მსოფლიო სპორტულ პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ სპალეტიმ თავისი წასვლა დაადასტურა.

უფრო მეტიც, იტალიელები უკვე წერენ, რომ დე ლაურენტისი ახალ შესაძლო დამრიგებლებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას და მას საკმაოდ ბევრი კანდიდატი ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ასეთი ამბების შემდეგ უკვე ნათელია რომ მომავალ წელს ნაპოლი ხუთეულშიც ვერ მოხვდება. არა ჯანსაღი მდგომარეობაა გუნდში. ზოგადად ხვიჩას წასვლის წინააღმდეგი ვიყავი, ეხლა ვხვდები რომ უნდა წავიდეს ნაპოლიდან თუ ექნება შემოთავაზებები. ფაქტია რომ ჩემპიონობამ ბევრს აურია ტვინი მანდ. ყველას ბევრი ფული მოუნდათ.თამაშის ხარისხი კი დაეცა
დავით 67
23 მაისი 2023 15:06
0
ოსიმენი კვარას გარეშე კი არა კვარასთანაც არაფერი ფეხბურთელია. მაგ 23 ბურთიდან 3-4 თუ იქნება "ტრუდავოი", ანუ თვითონ რომ შექმნა, მეკარისგან მოგერიებული ბურთის გატანას ბევრი არაფერი უნდა. კვარას კი იოლი ბურთი არც ერთი არ ჰქონია და დამატების 10 ბურთი სხვას გაატანინა.
ჟორა
22 მაისი 2023 23:27
7
სხვა მწვრთნელი მასეთი საქციელის გამო დასჯიდა
gio
22 მაისი 2023 18:52
2
ოსი კვარას გარეშე არაფერია. გადავა პსჟში და მიხვდება!
გიორგი
22 მაისი 2023 18:11
6
არ ვიცი რა იქნება მომავალ სეზონში რადგან კიმს ყიდის თუ მისი დონის არ იყიდა ნაპოლის დაცვა არაფერი იქნება ოსის კი უკვე პსჟ უტრიალებს თავში .
dato
22 მაისი 2023 15:43
0
Osimens tavshi auvarda bolo tamashebia ras tamashobs tviton ar icis. Egre araa me golebi minda da sul me unda vitamashoo. Xvichas rom eg eqna daalpobdnen zamenaze. Osimeni sezonis dasawyisidan mxolod tavis tavze tamashobs da ara gundze. Es faqtia.
Ttt
22 მაისი 2023 15:33
5
ეტყობა დე ლაურენტისმა ნახა სპორტალ.ჯიზე კომენტარები, სადაც ეწერა რო კვარა სპალეტის ხელში მეტს ვერ განვითარდებაო და ათავისუფლებს ლუჩიანო ბიძიას. :დ
ქუთაისელი
22 მაისი 2023 15:30
3
ესე რომ კვარაცხელია მოქცეულიყო იტალიაში ერთ ამბავს ატეხავდნენ!!!!!
!!!
22 მაისი 2023 14:41
3
პალიკოს შეცვლის რეალური კანდიდატი ყოფილა (როგორც კონფიდენციალურად შევიტყვე) ბატონი ჯონდი ბაღათურია. დინოს უთქვამს, ყველაზე მეტად პალიკოს ჯონდი ჰგავსო და სვხა არავინ მინდოა.
მახო
22 მაისი 2023 14:25
16
ოსიკომ ძაან აურია,ვგონებ უკვე პსჟ-შია გონებით
Gomako
22 მაისი 2023 14:16
2
ჩემპიონატში 25 გოლი თუ გაიტანა,ოსიმენი დამატებით ბონუსს მიიღებს,კონტრაქტის მიხედვით.სწორედ ამ ბონუსისათვის იბრძვის და არ უნდოდა,მოედნის დატოვება.ინტერი გაძლებაზე იყო და იმედი ჰქონდა,გოლის გატანის.
სოსო
22 მაისი 2023 16:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული