![](https://sportall.ge/pictures/image5/09fc8e06ebc64535eb7bffd323c0c36c.jpg)
ლორენცო ინსინიე შესაძლოა სერია A-ში სათამაშოდ დაბრუნდეს. იტალიელის სამსახურით "ინტერი" და "რომა" ინტერესდებიან.
IlRomanista.it-ის ცნობით, "ნაპოლის" ყოფილ კაპიტანს ევროპული ფეხბურთი მოენატრა, რის გამოც MLS-ში მისი დარჩენა ეჭვქვეშაა.
რაც შეეხება კანადურ გუნდთან კონტრაქტს, ლორენცოს "ტორონტოსთან" ხელშეკრულება 2026 წლამდე აქვს გაფორმებული. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას გადაიხდიან იტალიური ფეხბურთის გიგანტები ინსინიეს სანაცვლოდ.
მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით