"იუვენტუსს" ბონუჩი აღარ სჭირდება - ვეტერანი იტალიელი შესაძლოა, იტალიის სერია B-ში აღმოჩნდეს

AutoSharing Option
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ამ ზაფხულს გუნდის ვეტერანი მცველის, ლეონარდო ბონუჩის გასხვისებას აპირებს.

კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ 36 წლის უკანახაზელს შეუთვალა, რომ შეუძლია ახალი სამსახური იპოვოს.

ბონუჩი სეზონურად 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ეს "ვეკია სინიორას" სტანდარტებით ძალიან მაღალი ანაზღაურებაა.

საინტერესოა, რომ ლეონარდო შესაძლოა, სერია B-ში აღმოჩნდეს და "სამპდორიაში" გადაბარგდეს, რომელიც გასულ წელს კალჩოდან დაქვეითდა და ახლა გამოცდილ ფეხბურთელებს ეძებს, რათა ელიტაში აღზევდეს. გენუელებს სათავეში ანდრეა პირლო ჩაუდგათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული