"ლაციომ 20 წლის მარჯვენა მცველი ფლორიანი მუსოლინი (რომანო ბენიტო ფლორიანი მუსოლინი) ერთსეზონიანი იჯარით "პესკარაში" გაუშვა.
მუსოლინის "ლაციოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, რომაულ გუნდში თამაში არ უწევდა და ამიტომ გაანათხოვრეს სერია C-ს გუნდში.
ფლორიანი ფაშისტი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილია. "დუჩე" "ლაციოს" გულშემატკივარი იყო, მაგრამ უფრო თავისი მშობლიური ქალაქის, ბოლონიას გუნდს ქომაგობდა.