შვეიცარიის ნაკრების 34 წლის მეკარე იან ზომერი "ბაიერნიდან" "ინტერში" გადავიდა, - ამის შესახებ მილანური კლუბი საიტით იტყობინება.
"ინტერმა" ზომერი 6 მილიონ ევროდ შეიძინა და სამსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ის "ბაიერნში" "გლადბახიდან" ამა წლის იანვარში გადავიდა და მიუნხენურ გუნდში ბუნდესლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"ინტერს" მეკარის დამატება გუნდიდან ანდრე ონანას და სამირ ჰანდანოვიჩის წასვლის გამო დასჭირდა.