"იუვენტუსში" მიმავალ ლუკაკუს მოღალატე ამჯერად ძანეტიმ უწოდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსში" მიმავალ ბელგიელ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს მოღალატე ამჯერად "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ უწოდა.

მოგეხსენებათ, გამოცდილმა შემტევმა გასული სეზონი "ნერაძურიში" იჯარით გაატარა, შემდეგ ჩელსიში დაბრუნდა, ახლა კი, დიდი ალბათობით, "ვეკია სენიორას" შეუერთდება.

"ლუკაკუმ "ინტერს" უღალატა. ნაწყენი ვართ, მისგან ასეთ საქციელს არ ველოდით", - ციტირებს ძანეტის La Gazzetta dello Sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელი "იუვენტუსს" მიაშურებს, სანაცვლოდ კი ლონდონში შესაძლოა დუშან ვლაჰოვიჩი ვიხილოთ.

ადრე ლუკაკუს მოღალატე "ინტერის" ფანებმაც უწოდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული