გუშინ იტალიის ნაკრების მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დანიშნეს, რომლის წლიური ხელფასი Sky Sport Italia-ს ცნობით, 3 მილიონი ევრო იქნება (გამოცემის მტკიცებით, ნაპოლიში 3.2 მილიონს იღებდა). სპალეტის დანიშვნის ინიციატორი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა იყო.
სპალეტის მიერ "ნაპოლისთან" კონტრაქტის გაწყვეტისას აღინიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში მუშაობის განახლების შემთხვევაში, სპეციალისტს ნეაპოლური კლუბისთვის კომპენსაციის სახით 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა. "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ეს თანხა კლუბისთვის ფინანსური თვალსაზრისით დიდი არაფერია, თუმცა ფულის მიღება პრინციპის საკითხია.
გრავინამ იურისტებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ