"ნაპოლის" ამომავალი ვარსკვლავი ხელიდან გამოჰგლიჯეს - 21 წლის ფეხბურთელმა "პარტენოპეის" მეტი ფული ამჯობინა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "სელტას" ნახევარმცველი გაბრი ვეიგა კარიერას "ალ აჰლიში" გააგრძელებს.

ერთი ხანობა მისი "ნაპოლიში" გადაბარგება გადაწყვეტილი ამბავი იყო, მაგრამ საუდის არაბეთის კლუბის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი მსუყე შეთავაზებით აცდუნეს.

"პარტენოპეი" ესპანელს სეზონურად 2,2 მილიონ ევროს სთავაზობდა, "ალ აჰლი" კი 5,7-ჯერ მეტს, წელიწადში 12,5 მილიონი ევროს დაჰპირდა.

მოკლედ, "ნაპოლის" ვეიგა ხელიდან გამოჰგლიჯეს და დე ლაურენტისმაც მორიგი ვარსკვლავი ხელში ვერ ჩაიგდო.
მკითხველის კომენტარები / 27 /
საბოლოო მიზანი ამათთვის უეფა და ჩემპიონთა ლიგაა. იმედია გააზმეინებენ..ვინც მიდის ეხლა მაგ ჭაობში ( 100 წლის ტიპებს არ ვგულისხმობ) რუსეთში რო ქართველები მიდიოდნენ და მაგიტომაც ვერ სედგნენ-ეგაა
რეზო
02:04 25-08-2023
8
რა ადვილია გააკრიტიკო სხვისი გადაწყვეტილება რომ წელიწადში 12,5 მილიონი აიღოს. ჩვენთან ხალხმა უფასო სოლარიუმისა და თითო სოფელს 5 მილიონი ლარის "უკონტაქტო" შეპირების გამო სული მიჰყიდა უწიგნურ აფერისტს. ამიტომ ტრაკი დააყენეთ და თავის თავს მიხედეთ.
სანდრო
01:07 25-08-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული