სპალეტის იტალიის ნაკრებში წარმატებული დებიუტი არ გამოუვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ჯგუფში, მეხუთე ტურში იტალია გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა - 1:1.

იტალია შესვენების შემდეგ იმობილემ დააწინაურა, საპასუხო გოლი კი შესანიშნავად შესრულებული საჯარიმოდან ბარდიმ გაიტანა.

სტუმართა გუნდს პირველად უხელმძღვანელა სპალეტიმ, რომელმაც „ნაპოლიში“ თავისი ყოფილი შეგირდები დი ლორენცო და პოლიტანო სასტარტოში დააყენა, თუმცა ამ უკანასკნელმა ცუდად ითამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. რაც შეეხება მათ თანაგუნდელებს, რასპადორი 89-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, ხოლო მერეტი სათადარიგო იყო. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ელმასმა.

ამ ჯგუფში 13 ქულით ლიდერი ინგლისია, უკრაინა 7 ქულით
მეორე ადგილზეა, იტალიას და ჩრდილოეთ მაკედონიას 4-4 ქულა აქვთ, მალტა კი უქულოდაა. აღსანიშნავია, რომ "სკუადრა აძურას" 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 12 სექტემბერს მილანში უკრაინას დაუხვდება, რომელიც ინგლისს დაუზავდა (1:1)

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - იტალია 1:1
გოლები: 0:1 იმობილე (47), 1:1 ბარდი (82)

მკითხველის კომენტარები / 6 /
შარვალ კოსტუმის და გალსტუკის ბრალია. პიჟამოებით სკუდეტო მოიგო.
ქუთაისი
12:02 10-09-2023
1
ამან ძლივს სპორტულები არ გაიხადაა :)))) მაკედონიის წყევლა დასდევს იტალიას აშკარად .
ATP 16
01:08 10-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული