"უკანალში გაჭედილი საგანი ხარ" - სარიმ მოურინიოს "კომპლიმენტი" უძღვნა

AutoSharing Option
სერია A-ს მეთორმეტე ტურში "ლაციო" და "რომა" დაზავდნენ (0:0). მატჩის დაწყების წინ "ლაციოს" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თავის პორტუგალიელ კოლეგას, ჟოზე მოურინიოს მიმართა.

"მე მას ვუთხარი: "შენ უკანალში გაჭედილი ნამდვილი საგანი ხარ". მან მიპასუხა: "საერთოდ, შენც მასეთი ხარ". სინამდვილეში გულის სიღრმეში ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. მე მომწონს მოურინიო, როგორც პიროვნება, მაგრამ როგორც პერსონაჟი და მწვრთნელი - გაცილებით ნაკლებად", - ციტირებს სარის "გაძეტა დელო სპორტი".

როდესაც სარი "ჩელსის" ედგა სათავეში, მოურინიო კი - "მანჩესტერს", 2018/19-ის სეზონში "სტემფორდ ბრიჯზე" დასრულებული შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრებმა მოურინიოს უსტვინეს,
რაზეც მან სამი თითით მიანიშნა, რომ მათ გუნდს პრემიერლიგა სამჯერ მოაგებინა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინც არ უნდა უსტვინოს ჟოზეს, ჩელსი და მისი ქომაგები მაინც მადლობელი უნდა იყვნენ. მართლაც მაგის ხელში რომ იყო ჩელსი ასეთი არც არასოდეს ყოფილა. ლიგის მოგების დროსაც კი არ იყო ჩელსი ისეთი მძლავრი.
G.LA
21:45 14-11-2023
0
გადაა#ვით ერთმანეთს
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული