ოსიმენი "ჩელსიში" გადასვლას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
ბრიტანული "ტელეგრაფის" მტკიცებით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "ჩელსის" მთავარი სამიზნე "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი იქნება.

გამოცემის ცნობით, ოსიმენი ლონდონურ გუნდში გადასვლის  წინააღმდეგი არ იქნება, "ნაპოლი"  ნიგერიელში 100 მილიონ ფუნტზე მეტს მოითხოვს, რაც მხარეებს შორის  შეთანხმების მიღწევას გაართულებს.

"ჩელსი" ოსიმენთან კავშირს მისი ყოფილი თანაგუნდელის კალიდუ კულიბალის მეშვეობით ამყარებს, რომელიც ინგლისური კლუბიდან "ალ ჰილალში" გადავიდა, მაგრამ ყოფილ კლუბთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დარწმუნებული ვარ ვინც ამ კომენტარებს წერს პრემიერ ლიგაზე საერთოდ არ უყურებენ პრემიერ ლიგას.
გუჯი
27 ნოემბერი 2023 20:44
2
მარადონა, მესი, ზიზუ, რონალდო, ფიგუ, როვალდო, ბენზემა, ბაჯო, შევჩენკო (სასაფლაოზე გადასვლამდე), მოდრიჩი (პრემიერლიგიდან გადასვლის შემდეგ), ვეა, კანავარო, რაული, რომარიო, სკილაჩი, დელ პიერო, ნეიმარი, ვან ბასტენი, გულიტი, რაიკაარდი… ამ ოქროს ბურთის მფლობელებიდან და სხვა მრავალიდან პრემიერლიგის წარმომადგენელი რატომღაც არ ჩანს. ერთი მაგუაიერია მოსიარულე იუმორი და დანარჩენს დოღში თუ მიაღებინებ მონაწილეობას…
ლაშა
27 ნოემბერი 2023 21:58
0
იხ.: https://1tv.ge/news/kafum-premierliga-daadanashaula-imashi-rom-brazilias-msoflio-chempionatis-mogeba-ar-sheudzlia-1tvsport/
ლაშა
27 ნოემბერი 2023 15:56
0
არ ქნა სხვების შეცდომა არ გაიმეორო ჩელსი არის ფეხბურთელების სასაფლაო
scout
27 ნოემბერი 2023 04:47
0
საეთოდ პრემიერლიგაა საფეხბურთო სასაფლაო!…
ლაშა
27 ნოემბერი 2023 12:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული