"სირცხვილია!" - "ნაპოლის" ფანებმა "ფროზინონესთან" განადგურება ძალიან მძიმედ მიიღეს

AutoSharing Option
იტალიის თასის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მოულოდნელად საკუთარ მოედანზე "ფროზინონესთან" 0:4 განადგურდა.

Arenanapoli წერს, რომ "პარტენოპეის" გულშემატკივრებმა ეს მარცხი ძალიან რთულად მიიღეს. ფანების გარკვეული ჯგუფი მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე სკანდირებდა, რომ ეს ყველაფერი დიდი სირცხვილი იყო, ზოგიერთი კი ამბობდა, რომ გულშემატკივარი ამას არ იმსახურებდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს მეთაურობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ფეხბურთელები ფანებთან მივიდნენ და ბოდიში მოუხადეს.

Arenanpoli წერს იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დამწუხრებული იყო და გულშემატკივართა თვალწინ თავდახრილი იდგა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ერთი დღით ადრე როცა ყველა თამაში მორჩა საღმოს თამაშები დარჩენილი იყო სპორტინგი-პორტუ ბოლო ნახევარი საათი. 2-0 პორტუ ათი კაცით და შეტევაზე,ისე რო სპორტიგნგი ხშირად იჭერდა კონტრშეტევაზე.
წესით კიდევ 2-3 გოლი უნდა გასულიყო.
2,5+ ჰქონდა კოეფიციენტი 1,8.
იქვე დავასკვენი ესენი იმაიმუნებენ და მეტი გოლი აღარ გავათქო-ასეც მოხდა,სისტემაა ხალხის გასაყვლეფად
Levani
20 დეკემბერი 2023 15:34
3
ტოტალიზატორი სახეზეა!
Ზაზა
20 დეკემბერი 2023 14:42
5
სახეზეა რომ ამ გვერდძე ფეხბურთის კი არა ტოტალიზატორის მოყვარული ხალხი შემოდის და შემოვიდეს რა,ვისაც არ მოგვწონს გავა@@ამთ აქეადან
თამაზი
20 დეკემბერი 2023 22:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული