"ნაპოლიმ" ოსიმენს კონტრაქტი გაუგრძელა და გასამრჯელოც მოუმატა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა.

ნიგერიელის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევრო იქნება და მას ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდიან - ადრე გავრცელებული ინფორმაციით 10 მილიონ ევრომდე. აქამდე ვიქტორის სეზონური გასამრჯელო 4.5 მილიონი იყო.

ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 110 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგრე ხდება როცა ფეხბურთელს ნორმალური აგენტი ჰყავს, ეხლა "გაზიკის შოფერის" ჯერია, ვნახოთ რას იზავს
მამუკა
23:28 23-12-2023
1
ოსიმენმა დიდი საქმე გაიკეთა - გამოსასყიდი თანხაც დააფიქსირებინა და ხელფასიც მოიმატა. ახლა უკვე ამ ახირებულ კაცზე დამოკიდებული აღარაა. თუ გამოჩნდა ვინმე რეალური წავა, მანამდე კი მიიღებს იმ გაზრდილ 10 მილიონს.
gogi
23:14 23-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული