"პროვოკატორი მოურინიო, პოლიტანოს პანღური, კვარაცხელია გალიაში და მხდალი მსაჯი" - იტალიური მედია

AutoSharing Option
აშკარაა, "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ნაპოლისთან" მოგებულ მატჩში (2:0) თავისი გუნდი ვიზავიზე, ვალტერ მაცარიზე უკეთ მოამზადა და პირადი დუელი მოუგო. პროვოკაციების დიდოსტატმა პორტუგალიელმა შეგირდები სათანადოდ დამოძღვრა, რამაც შედეგი გამოიღო.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, რომ არა პოლიტანო პანღურის გამო გაძევება, შეხვედრა დიდი ალბათობით ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ მისი წყობილებიდან გამოყვანა ზალევსკიმ მოახერხა და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს "ნაპოლის" არამდგრად ნერვულ ატმოსფეროს.

ilmattino აღნიშნავს, რომ რომაელი მცველების უპირველესი სანადირო ობიექტი კვარაცხელია იყო, რადგან შეუძლია მოედანზე გადამწყვეტი გახდეს, ამიტომ მოურინიომ მეურვეებად კრისტენსენი და კრისტანტე
მიუჩინა და საჭიროების შემთხვევაში მათ დაზღვევაზე ლორენტე ან მანჩინი ეხმარებოდნენ, რომლებმაც ნამდვილ გალიაში გამოამწყვდიეს:

Sportall.Ge


"შედეგი: ბევრი უხეშობა და ძალიან ცოტა ფეხბურთი. მსაჯმა კოლომბომ ნეაპოლელები არ დაიცვა, რამეთუ მიუხედავად ყვითელი ბარათების დაუყოვნებლივ ჩვენებისა, "კვარასთან" ხისტად თამაშისათვის წითელი ბარათის გამოყენებაც მართებდა. ქართველი გალიაში აღმოჩნდა გამომწყვდეული, რათა მუდმივად შიშის ქვეშ დაზაფრული ყოფილიყო. კოლომბომ კი მასთან მცველების სასტიკი მოქმედება არ აღკვეთა. თავის მხრივ მოურინიო გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადების ოსტატია, გონიერია და გუნდი მის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს. არბიტრი ცდილობდა თამაშის სადავეები ხელიდან არ გაეშვა, თუმცა საკვანძო ეპიზოდები მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც ჯერ პოლიტანო, ხოლო შემდეგ ოსიმენი გააძევა".

ჟურნალისტ კარლო ალვინოს აზრით, კოლომბომ სიმხდალე გამოიჩინა, ვინაიდან არ ეყო გამბედაობა კვარაცხელიასთან უხეშობისათვის კრისტანტესთვის ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ, რამდენიმე წუთში ის წითელი ბარათით დაესაჯა, პოლიტანოს გაძევება სასაცილოა და მოურინიომ მიზანს მიაღწია.

ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მხრის ტრავმა ნატანმა მიიღო, ლობოტკას კი ნეკნები აქვს დაზიანებული. დღეს მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა 29 დეკემბერს "მონცასთან" თამაშს, რომელსაც დისკალიფიცირებული პოლიტანო და ოსიმენი გამოტოვებენ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ვისაც მარადონას თამაშები ნანახი გაქვთ დამეთანხმებით თუ რას უშვებოდნენ, ესეთი ჩეხვა არავის მიმართ არ მინახია მე პირადად. მაგალითად პელეს დროს ასე არ იყო. სულ მიკვირდა რამხელა ტკივილებს უძლებდა და ხმას არ იღებდა, მხოლოდ ერთხელ გააგიჟეს, როდესაც ბილბაოს ეთამაშებოდნენ, მანდ მერე ჩხუბი გუნდი გუნდზე წავიდა, ასევე იყო ნაპოლიში. ამიტომაც ვთვლი მე მას ფეხბურთის ღმერთად და ამიტომაც მგონია რომ მისნაირი უდიდესი ფეხბურთელი აღარც დაიბადება. ხვიჩას ესე ეთემაშებიან უღირსი მცველები, ღირსეულად ჩემს სეხნია კალაბრიას გამოვარჩევდი, რომელიც მჩეხავი არაა. კი რა თქმა უნდა ჯარიმებს ღებულობს მაგრამ ბანძი მჩეხავი არ არის, მიუხედავად იმისა რომ რომასაც საკმაოდ ბევრი ჰყავს ყასაბი ფეხბურთელები, ყველაზე ჭუჭყიან ყასაბად გატი მიმაჩნია იუვეს დამცველი
დავით 67
25 დეკემბერი 2023 10:00
2
ა-ს! მე არ მითქვამს პელეს დროს არ იყო თქო ჩეხვა.ასე ამ დონეზე არ იყო თქო. როგორც დღეს. პარადოქსი კიდევ ისაა რომ მაშინ ვარი არ იყო და ეხლა ხომ მარტივად შეიძლება უღირსის გამოვლენა და გაძევება. მარტო პენალტზე და გოლზე რომ ცქვიტავენ ყურებს და თვალებს)
დავით 67
25 დეკემბერი 2023 17:08
0
კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ პელეს დროს უხეშობა არ იყო. 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩათვლილია ყველაზე უხეშ ჩემპიონატად. მაშინ პელემ პირველი თამაშში გოლი გაიტანა. მეორე თამაშში, ჩეხოსლოვაკიასთან, მიიღო ტრამვა და ჩემპიონატს გამოეთიშა. 1966 წლის ჩემპიონატი ტელევიზორში მაქვს ნანახი. ჯერ ბულგარელებმა, მერე უნგრელებმა და პორტუგალიელებმა პელეს ფეხები დაამტვრიეს. მაშინ მოედანზე მოთამაშის შეცვლა არ შეიძლებოდა და პელეც იძულებული იყო დიდი ტკივილების მიუხედავად, მაინც მოედანზე დარჩენილიყო.
ა.
25 დეკემბერი 2023 13:06
1
ყველა გამოხმაურება
იტალიურმა პრესამ ბევრჯერ დაწერა--მსაჯები უფრო მკაცრები უნდა იყვნენ თორემ კვარას დავკარგავთო ! ფეხბურთზე ხალხი კვარას ოსიმენის და სხვა ვარსკვლავების საყურებლად დადის და არა მანჩინების კრისტანტეების და სხვა ყასბების სანახავად ! ყასბები ფეხბურთში ადრეც ბლომად იყვნენ და ყველამ იცის რა დღეში აგდებდნენ მარადონას ვან ბასტენს კიჭა რონალდოს და სხვა ვარსკვლავებს ან ჩვენი გუცაევის მაგალითი ავიღოთ-კაცმა დინამოში 17 წელი გაატარა(დინამოს რეკორდი) და მხოლოდ 302 თამაში ჩაატარა არადა მინიმუმ 500 უნდა ჩაეტარებინა ! ის 200 ზუსტა იმ ყასბების გამო გამოტოვა @ ან ყიფიანს რა უქნა ანხელმა (ესპანურად "ანგელოზმა" ბედის ირონიაა) კარიერა რომ დაამთავრებინა და რა ? ვინმემ დასაჯა ? პირიქით აქეს და ადიდეს @ ეხლამდელმა ყასბებმა თავიანთი "ოსტატობა" უმაღლეს საფეხურზე აიტანეს და მსაჯები ხშირად ვერ ხედავენ იმათ არაკაცურ ჩარტყმებს ფეხებში და ნეკნებში (ლონოტკასაც ასუ ტექნიკურად ჩაარტყეს ნეკნი გაუნზარეს)და აი ამიტომ უფრო დიდი უფლება-ვალდებულებები უნდა მისცენ VAR-ს იქვე უნდა შეუსწორონ მსაჯენს და გააძევებინონ ყასაბი და თამაშების მერეც უნდა იყოს გარჩევები და ყველა ყასაბი და კასტალომი ან დიდხნიანი დისკვალიფიკაციით უნდა დასაჯონ ან საერთოდ უნდა ჩამოაშორონ ფეხბურთს !
zura222
25 დეკემბერი 2023 09:48
1
კვარა ცოდოა იტალიაში. კვარა დიდი ფეხბურთელია და დიდ ფეხბურდელს ინგლისი ან ესპანეთი ჭირდება
მესი
25 დეკემბერი 2023 09:40
5
ასეთმა უსამართლობამ შეიძლება გააბრაზოს ნაპოლის ფეხბურთელები და გააერთიანოს გუნდი. შემდეგ თამაშში გამოჩნდება, როგორი განწყობით გამოვლენ მოედანზე.
ქ. გ.
25 დეკემბერი 2023 09:35
0
ვიღამ უნდა ითამაშოს?ისედაც შეთხელებულ შემადგენლობას,მომდევნო თამაშში,კიდევ ოთხი კაცი გამოაკლდა.
სოსო
25 დეკემბერი 2023 12:25
1
ასეთ მსაჯს თურქეთში კლუბის პრეზიდენტმა ფეხებით ურტყა. მოურინიოსაც კარგად მოხვდებოდა.
ქ. გ.
25 დეკემბერი 2023 09:21
1
მსაჯის და მოურინიოს ბრალია ყველაფერი, რა უქნეს ეს ნაპოლის, ყვავის კორუფცია იტალიაში, არ ყავთ არც ფედერაცია არც კანონი, ფულზერა გაყიდული.
gito
25 დეკემბერი 2023 09:09
1
მატჩი დინამიკაში საშინელი სანახავი იყო და ჯერ კიდევ პირველუ ტაიმის მიმდინარეობისას გახდა "არაყურებადი".
20-30 წამში ერთხელ ჩერდებოდა თამაში და მეორე ტამიში საერთოდ ნერვების თამაშად გადაიქცა.
მსგავს სიტუაციაში უკეთესი იქნებოდა მსაჯს პირველივე ტაიმში გამოეყენებინა წითელი ბარათი, თუნდაც გადამეტებულად გამოჩენილიყო. ბოლობოლო თამაშის მსაჯია და არა მოსამართლე. ასე უფრო ყურებადი გახდებოდა მატჩი. 2 ეპიზოდში კვარაზე და 1 ეპიზოდში რუიზე არასპორტულად იუხეშეს (მაგრამ ასე მხოლოდ კალათბურთში სჯიან).
გიგი
25 დეკემბერი 2023 01:49
1
იტალიას ფეხბურთის ფედერაცია არ ჰყავს? მექრთამე მსაჯები ხელუხლებელი არიან?
გიორგი
25 დეკემბერი 2023 01:47
4
მსაჯს რანდენი გადაუხადეს, ნეტავ?
გიორგი
25 დეკემბერი 2023 01:43
4
ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველებს ფეხბურთის მცოდნე ხალხი გვყავს (ესეც ხომ ეკონომიკა და მოღუნულ ეკრანიანი ტელევიზორი არაა). რატომ არ შეიძლება რომ მნიშვნელოვანი თამაშის შემდეგ ოპერატიულად დაიწეროს სპეციალისტის შეფასება, რომელსაც ძირითადად დაიჯერებენ და შეწყდება ეს სრულიად წინააღმდეგობრივი(ხშირად მავნე, მტრული) კომენტარები. ეს მჯერა სასარგებლო და შემეცნებითიც იქნება. მეორე პლანზე იყოს უცხოური შეფასებები რა გინდ წონადიც არა. გვიყვარდეს ყოველივე ჩვენი, ვამაყობდეთ ყოველივე ჩვენით და დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს გონში (იქნებ ნელნელა გაჯანსაღდეს მენტალობა გაძლიერდეს საღი აზრი და უკანა პლანზე გადავიდეს ამდენი ნეგატივი.
ჯონდო
25 დეკემბერი 2023 00:11
5
ზღაპარია - არაფერი გამოვა, რადგან მსოფლიოს დიდი ნაწილი ასეთივე სენითაა დაავადებული და ჩვენი ხალხის დიდი ნაწილიც სწორედაც რომ გლობალიზაციასაა დაწაფებული (უკეთესი ცხოვრების პრიმიტიული იმედით).. მოკლედ, ეროვნული გამოთაყვანება გვჭირს, რაც ასე იოლად არ იკურნება..
vava
25 დეკემბერი 2023 01:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული