ვეტერან ფეხბურთელს მიაჩნია, რომ "სან სიროზე" მისი თანამემამულე ალექსის სანჩესის დაბრუნება დიდი შეცდომა იყო.
"ალექსის, თუ მისმენ, გთხოვ, სასწრაფოდ დატოვე "ინტერი"! ამ გუნდში ის არასდროს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სანჩესი ძალიან ჯიუტია.
ის უნდა წასულიყო კლუბში, სადაც თამაშით სიამოვნებას მიიღებდა, სადაც ხალხის სიყვარულს იგრძნობდა.
ვგიჟდები, როდესაც ვხედავ, როგორ თამაშობს ეს იდიოტი მხითარიანი სანჩესის ნაცვლად, ჩემს თანამემამულეს კი მხოლოდ 9 წუთს აძლევენ.
ალექსისი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ვიცი,
სიამოვნებით ვიხილავდი "რივერში". თანაგუნდელები მასზე უკეთესები არ არიან, მაგრამ მწვრთნელს სანჩესი უბრალოდ არ სურს", - ციტირებს ვიდალს Goal-ი.