"ნაპოლი" "შახტარის" ნახევარმცველის, გიორგი სუდაკოვის შეძენას უკვე იანვარში აპირებს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
გამოცემის მტკიცებით, ნეაპოლური გუნდი "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების წინ გაძლიერებას გეგმავს და კლუბის სკაუტებმა სამჯერ უყურეს სუდაკოვის თამაშს.
"შახტარის" ხელმძღვანელობას ესმის, რომ გეორგის შენარჩუნებას ვერ შეძლებს და მისი ტრანსფერის წინააღმდეგი არ წავა.
სუდაკოვს "მეშახტეებთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სუდაკოვს "მეშახტეებთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.