26,5-ჯერ ნაკლები ხელფასი - "იუვენტუსში" გადასვლის შემთხვევაში, ჰენდერსონის გასამრჯელო მნიშვნელოვნად შემცირდება

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport წერს, რომ "იუვენტუსი" მზადაა, "ალ-იტიფაქიდან" ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი იჯარით აიყვანოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ინგლისელს ხელფასი გვარიანად შეუმცირდება.

33 წლის ნახევარმცველი ამჟამად სეზონში 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუ ის "ვეკია სინიორას" მიაშურებს, გასამრჯელოს 26,5-ჯერ, ანუ 1,5 მილიონ ევრომდე შეუმცირდება.

ტურინელებს ასევე სურთ, რომ კონტრაქტში შეიტანონ პუნქტი, რომელიც 2024 წელს ჰენდერსონსა და "ალ-იტიფაქს" შორის კონტრაქტის ვადამდე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაინც ჯობის სერია ა პრემიერლიგას და!…
ლაშა
16:33 14-01-2024
13
სადაა წამსვლელი მოსაგები მოგებული აქვს და ახლა ქერის ორმოში ზის
Kvekeskiri
01:10 15-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული