"ნაპოლი" ორი შემტევის დამატებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ 23 წლის ბელგიელი გარემარბი სირილ ნგონჟი "ვერონადან" "ნაპოლიში" გადავა.

მხარეებმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს და ეს სიამოვნება ნეაპოლურ კლუბს 18 მილიონი ევრო დაუჯდება. პლუს 2 მილიონი "ვერონამ" შეიძლება ბონუსების სახით მიიღოს.

ნგონჟიმ ამ სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა "ბორნმუთის" ნახევარმცველმა ჰამედ ტრაორემ და "ნაპოლისთან" კონტრაქტს გააფორმებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ გასავარდნ ზონიდან მყოფ გუნდებში რატომ ეძებენ ფეხბურთელებს? ერთმა გვანახა უკვე. (3წუთში წითელი ბარათი). მოკლედ ჯუნტოლი ყოფილა ვინც ყოფილა. ხვიჩა, კიმი მისი დამსახურებაა
დავით 67
07:23 17-01-2024
1
ბრმაც მიხვდება დაცვა და საყრდენი პოზიციების კატასტროფულ თამაშს ესენი კიდე შემტევს ეძებენ უცნაურია
giorgi
13:05 17-01-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული