"დე ლაურენტისმა კლოპს დაურეკა და მწვრთნელობა შესთავაზა, იურგენმა უთხრა, რომ..." - Il Mattino "ლივერპულის" დამრიგებლის მოამავალზე

AutoSharing Option
იტალიური Il Mattino იურგენ კლოპის "ლივერპულიდან" აბარგების ამბავს ეხმაურება და წერს, რომ ის შესაძლოა, "ნაპოლის" მწვრთნელობის კანდიდატი იყოს.

როგორც იცით, გერმანელმა აღნიშნა, რომ დასვენებას აპირებს, მაგრამ ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ეს შესაძლოა გადაიფიქროს.

"მანამდე ვიდრე, "ნაპოლის" მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გახდებოდა, აურელიო დე ლაურენტისმა იურგენ კლოპს დაურეკა და გუნდის ჩაბარება შესთავაზა, რაზეც მან მიუგო, რომ გერმანიის დატოვება არ სურდა.

ნათელია, რომ ახლა მისი "ლივერპულიდან" წასვლის ამბავი ძალიან ბევრ გუნდს დააინტერ
ესებს. თუნდაც ეს შესაძლოა "ნაპოლიდან" იყოს?

გულშემატკივრები ამაზე უკვე ოცნებობენ, მაგრამ ეს ოპერაცია ძალიან რთულად შესასრულებელი იქნება.

კონტე მთავარი ფავორიტია, რათა "პარტენოპეი" ჩაიბაროს, მაგრამ არავინ იცის, იქნებ დე ლაურენტისმა კლოპს კვლავ დაურეკოს და კლუბის გაწვრთნა ისევ შესთავაზოს", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთი სიტყვა საკმარისია ამ სტატიის შესაფასებლად - ზღაპარი
ბექა90
27 იანვარი 2024 13:32
2
ნოლის ტოლია არგადავა
beqa
27 იანვარი 2024 13:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული