ოსიმენს ნეაპოლში სასწრაფოდ აბრუნებენ - "ნაპოლი" შეცვლილი შემადგენლობით და ტაქტიკით ითამაშებს

AutoSharing Option
ANSA იტყობინება, რომ ვიქტორ ოსიმენს "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ დაბრუნება მოსთხოვა და უკვე გზაშია. ლაგოსიდან მგზავრობას ის გადაჯდომებით 15-16 საათი მოუნდება და დანიშნულების ადგილზე დილით იქნება.

ოსიმენმა ბოლოს "ნაპოლიში" 23 დეკემბერს "რომასთან" ითამაშა. იმედოვნებენ, რომ 17 თებერვალს გუნდს "ჯენოასთან" დაეხმარება და თანაც, მისი გამოჩენა პარტნიორებზე ემოციურად დადებითად იმოქმედებს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ნიგერიელი აზრით უკვე სხვა კლუბშია და შეიძლება თავის წარმოჩენა გაუჭირდეს.

SKY-ს ცნობით, აფრიკის თასზე სიცხეში ასპარეზობის შედეგად ვიქტორი გამოფიტულია, 3-4 კილოგრამი დაიკლო, პარასკევს ივარჯიშებს და საუკეთესო შემთხვევაში შაბათს შეცვლაზე
შევა.

გამოცემის ცნობით, მეკარე ალექს მერეტი გამოჯანმრთელდა, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და არაა გამორიცხული, მომავალ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს, ხოლო პიოტრ ზილენსკის ნაცვლად, სავარაუდოდ, სასტარტოში ჰამედ ტრაორეს დააყენებენ. ხაზგასმულია, რომ "ნაპოლის" ტაქტიკა 4-3-3 იქნება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სსს - ს: პამპერსს ჩააცმევს ალბათ ლავრენტა!
პლეხანოველი
15:18 15-02-2024
0
ლაურენტისს ვაგინებ ხოლმე,მაგრამ აშკარაა ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობს ისევ ნაკლები დანახარჯებით
სვანსკი
10:25 15-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული