"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტი" იტყობინება, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის, ვალტერ მაცარის გადაყენება გადაწყვიტა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების 55 წლის თავკაცს, ფრანჩესკო კალცონას დანიშნავს.

გამოცემის მტკიცებით, დე ლაურენტისი კალცონას მალე შეხვდება და ის ნეაპოლური გუნდის ჩასაბარებლად მზადაა.

სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაცია წინააღმდეგი არაა, კალცონამ შეთავსებით "ნაპოლიში" იმუშაოს. მისი "პარტენოპეიში" ოფიციალურად დანიშვნა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით, "ნაპოლი" კალცონას კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გაუფორმებს და ის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მატჩში" უხელმძღვანელებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სეზონში მესამე მწრთნელი ცოტა ბევრი ხომ არ არის? ლავრენტას სასტავის გაძლიერება უჯობდა ამდენ მწვრთნელების ცვლას რა აზრი აქვს? ძალიან უღიმღამოდ თამაშობს ნაპოლი არავითრი ნაპერწკალი არ ჩანს.
G.LA
20 თებერვალი 2024 02:07
0
დაადასტურა ლაურენტისმა,კალცონა არის ახსლი მწვრთნელი.
მირო
20 თებერვალი 2024 00:58
1
ასიანი ნახევარ მილიონად შეუთანხმდა და არა თვეში,არამედ სეზონის ბოლომდე.ისიც დათანხმდებოდა,აქვს ძირითადი სამუშაო და რას კარგავს?ქართველი ტრენერები წაიყვანოს,ასიათასადაც იმუშავებენ და ბევრი ფული დაეზოგება მაგ წუწურაქს.
mera
19 თებერვალი 2024 23:46
0
ა კაცი ძმაო, ლაურენტისი. ხომ მაინც მოძებნა სათავისო ვარიანტი. მწვრთნელი ნახევარ განაკვეთზე. :)
გოგია
19 თებერვალი 2024 23:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული