"ერთხელ და სამუდამოდ მინდა დაგარწმუნოთ, მოურინიოს წინააღმდეგ შეთქმულება არ ყოფილა. ეს ყველაფერი ტყუილია.
ფეხბურთი ასე მუშაობს - როცა ცუდი შედეგებია, მწვრთნელი პირველია, ვინც ზეწოლას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე მხოლოდ ის არ არის. მოურინიოს წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ თეორია სრული სისულელეა", - ციტირებს კრისტანტეს Corriere dello Sport.