სკანდალი ევროპარლამენტში: "იუვე" განავალია, "ფორცა "ტორო" - განაცხადა დეპუტატმა

AutoSharing Option
11 აპრილს ევროპარლამენტის სხდომაზე მოხსენებით მემარცხენე ირლანდიელი დეპუტატი მიკ უოლესი გამოვიდა.

ის „ტორინოს“ ფორმაში იყო ჩაცმული და თავისი სიტყვა იტალიურად დაასრულა: „იუვე“ განავალია, „ფორცა“ „ტორო“!“

უოლესი „ტორინოს“ დიდი გულშემატკივარია და ევროპის პარლამენტში ხშირად მიდის ტურინული გუნდის ფორმით. მან ადრე განაცხადა: “ეს განსაკუთრებული კლუბია, ყველასგან განსხვავებული, უნიკალური ქომაგები ჰყავს. მათთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ნამდვილი ადამიანები არიან, სიცოცხლის ფილოსოფიის მქონენი, რომელიც ჩემსას იდეალურად შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა, მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები უბრალო, ერთგულ ხალხს უნდა წარმოადგენდნენ. სწორედ ასეთები გახლავთ „ტორინოს“ ფანები და ამიტომ
მაცვია ამ გუნდის ფორმა. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მათ გააჩნიათ სულიერება, ვნება და ხარისხი, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება“.

შეგახსენებთ, 13 აპრილს ტურინული დერბი გაიმართება - „ტორინო“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
არ ვიცი ეს ვისი გულშემატკივარია მაგრამ ის კი ნაღდად ვიცი რომ ესაა ერთერთი იშვიათი ნორმალური კაცი მთელ ევროპარლამენტში მიუხედავად მისი გაჩეჩილი თმის და ეკზოტიკური შესახედაობისა!
zura222
21:24 12-04-2024
0
ეს კაცი არის რადიკალი მემარცხენე, სოციალისტი და ფედერალისტი. აბსოლიტურად რადიკალურად განსხვავებული მიმართულებაა და ალტ ინფოსთან, კონსერვატორ-კაპიტალისტებთან და რადიკალ მემარჯვენეებთან არაფერი აქვს საერთო. ერთადერთი რის გამოც პოს ტვ-ს ყავდა ჩამოყვანილი ეს არის ის, რომ ნეოლიბერალურ-ნეოდემოკრატიული მიმართულების წინააღმდეგია და ვითომ უნდათ მხარდამჭერად წარმოადგინონ და აჩვენონ მსოფლიოს რომ მარტო არ არიან.
სიმენონი
20:57 12-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული