სკანდალი ევროპარლამენტში: "იუვე" განავალია, "ფორცა "ტორო" - განაცხადა დეპუტატმა

AutoSharing Option
11 აპრილს ევროპარლამენტის სხდომაზე მოხსენებით მემარცხენე ირლანდიელი დეპუტატი მიკ უოლესი გამოვიდა.

ის „ტორინოს“ ფორმაში იყო ჩაცმული და თავისი სიტყვა იტალიურად დაასრულა: „იუვე“ განავალია, „ფორცა“ „ტორო“!“

უოლესი „ტორინოს“ დიდი გულშემატკივარია და ევროპის პარლამენტში ხშირად მიდის ტურინული გუნდის ფორმით. მან ადრე განაცხადა: “ეს განსაკუთრებული კლუბია, ყველასგან განსხვავებული, უნიკალური ქომაგები ჰყავს. მათთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ნამდვილი ადამიანები არიან, სიცოცხლის ფილოსოფიის მქონენი, რომელიც ჩემსას იდეალურად შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა, მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები უბრალო, ერთგულ ხალხს უნდა წარმოადგენდნენ. სწორედ ასეთები გახლავთ „ტორინოს“ ფანები და ამიტომ
მაცვია ამ გუნდის ფორმა. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მათ გააჩნიათ სულიერება, ვნება და ხარისხი, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება“.

შეგახსენებთ, 13 აპრილს ტურინული დერბი გაიმართება - „ტორინო“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
არ ვიცი ეს ვისი გულშემატკივარია მაგრამ ის კი ნაღდად ვიცი რომ ესაა ერთერთი იშვიათი ნორმალური კაცი მთელ ევროპარლამენტში მიუხედავად მისი გაჩეჩილი თმის და ეკზოტიკური შესახედაობისა!
zura222
12 აპრილი 2024 21:24
0
ეს კაცი არის რადიკალი მემარცხენე, სოციალისტი და ფედერალისტი. აბსოლიტურად რადიკალურად განსხვავებული მიმართულებაა და ალტ ინფოსთან, კონსერვატორ-კაპიტალისტებთან და რადიკალ მემარჯვენეებთან არაფერი აქვს საერთო. ერთადერთი რის გამოც პოს ტვ-ს ყავდა ჩამოყვანილი ეს არის ის, რომ ნეოლიბერალურ-ნეოდემოკრატიული მიმართულების წინააღმდეგია და ვითომ უნდათ მხარდამჭერად წარმოადგინონ და აჩვენონ მსოფლიოს რომ მარტო არ არიან.
სიმენონი
12 აპრილი 2024 20:57
2
ვინც ტურინში ნამყოფია და ამ კაცს არ ეთანხმება, ეჭვი შემაქვს მის ინტელექტსა და ღირებულებებში. რათქმაუნდა ფორცა ტორო ტო!!!
სიმენონი
12 აპრილი 2024 20:48
0
ხალხო ხვდებით რაზე ბჭობთ? ის ირლანდიის წარმომადგენელია და არა საქართველოს. ასე რომ ის დაგვმოძღვრავს ვისაც ჩვენ გავაგზავნით აქედან. ასეთი ხალხი გადაწყვეტს მიგვიღონ თუ არა ევროკავშირში და რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ჩვენთვის უკეთესია ასეთი ხალხი ბევრი იყოს ევროპარლამენტში უფრო ადვილად მივიღებთ მათ მხარდაჭერას ვიდრე ჭკვიანი რომელიც მოგვკითხავს ყველა ევროპულ ღირებულებას, რაც ჩვენთან 60% აღწევს და ეს 60% ისე უნდა წარმოვაჩინოთ რომ დავარწმუნოთ ევროპა მიგვიღონ ევროკავშირში და ჩვენი ქვეყნით გამოვადგებით ევროპას და არა ისე რომ იფიქრონ თუ მივიღებთ ჩვენი მოსავლელი იქნება საქართველოო. ჩვენი ქვეყანა ისე უნდა იმართებოდეს რომ ევროპელებმა იგრძნონ ჩვენ ევროპისგან მხოლოდ სამხედრო აგრესიის უსაფრთხოება მივიღოთ და არავის მოსავლელები რომ არ ვიყოთ, მაშინ შევალთ ევროპაში როცა ევროპელებს დავარწმუნებთ ჩვენ მოვლა კი არა უსაფრთხოება გვჭირდება რის გარანტიც ევროკავშირის წევრობააა. ღმერთი ფარავდეს საქართველოს
roma
12 აპრილი 2024 12:31
6
არა ჯიგარო. ეს ის კაცია პოს ტივის რომ ჰყავდა ჩამოყვანილი, დასავლეთი გვრყვნის და ორბანმა უნდა გვიჩვენოსო. გაუნათლებლობა სხვა კი არაფერია. ანუ შენიანია ))))
oceola
12 აპრილი 2024 14:18
3
აქ ისე საუბრობენ ევროკავშირის მ"მოძღვარ-მომსაქმებლ" პარლამენტარებზე თითქოს საქართველოში ყველა პარლამენტარი მოსაქმებისას ოქროს კვერცხს აყოლებდეს :))))
სასაცილოა თორემ მე რა...
12 აპრილი 2024 12:25
4
ესაა ერთადერთი ქოცების დასაყრდენი პარლამენტარი ევროპარლამენტში. აქაც ჰყავდა შალვა რამიშვილს სტუმრად.
oceola
12 აპრილი 2024 14:18
3
მიკ უოლესზე უკეთესი დეპუტატი ევროპარლამენტში არაა!
ნოე კ.
12 აპრილი 2024 10:25
5
ზედმეტმა თავისუფლებამ იცის ასეთი შეშლილების გაჩენა
dato
12 აპრილი 2024 09:40
14
მართალი ხარ დათო,
საშინელებაა ზედმეტი თავისუფლება.
ხანდახან, ცოტათი მაინც თუ არ დაგიმონა ვინმემ და თავში არ წამოგარტყა - ხომ ხედავთ 1000 კაციდან ერთმა შეიძლება ტორინოს ფორმა ჩაიცვას.
რა საშინელებაა, ღმერთმანი.
მგზავრი
12 აპრილი 2024 10:45
4
ამან დაგვმოგვძვრა უკვე, ევროკავშირი თქვენს კარებთანაა და კარს ნუ გაუღებთო. ეს 2-3 თვის წინ იყო
მესიაკონი
12 აპრილი 2024 09:21
11
კაი კაცი ყოფილა მაშინ თუ ეგრე იყო
ნაპოლეონი
12 აპრილი 2024 10:28
4
სად ჩაურტყაა..მაგარ! ტაში პარიიი))
შდკმ
12 აპრილი 2024 10:19
2
ევროპარლამენტში სხვა განავლებიცაა, როგორიცაა კუბილიუსი, იუნკევიჩუსი, მიქსერი, ფოტიგა. იმითომაცაა ასე ყარს იქაურობა. გასაწმენდია მაგრამ ბენზინის ფასმა აიწია და განავლის გამწმენდ მანქანას ვერ შოულობენ
@#$#@
12 აპრილი 2024 05:11
17
და მართლა ეს განავალი დაგვმოძღვრავს ევროკავშირში როცა ვიქნებით ?
ქიტესა
12 აპრილი 2024 01:13
45
რატომ დაგვმოძღვრავს? ადგება და პირდაპირ დაგვასაქმებს
ბერდია
12 აპრილი 2024 07:01
5

სიახლეები პოპულარული