დიდი ემოცია! მხითარიანმა ტოპლიგა პირველად მოიგო - "შარშან ქართველმა, წელს სომეხმა"...

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა დაიბრუნა, მილანურ დერბიში "მილანს" აჯობა და ტიტული, რომელიც გასულ წელს "ნაპოლის" ეკუთვნოდა, გაიფორმა. ეს მატჩი ორი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო: 36 წლის ფრანჩესკო აჩერბიმ ყოფილი გუნდის კარში გაიტანა, 35 წლის ჰენრიკ მხითარიანმა კი ტოპლიგა პირველად მოიგო.

მხითარიანს გამორჩეული სეზონი აქვს. "მილანთან" მან კარისკენ სამჯერ დაარტყა (ერთხელ ზუსტად), პასების 85% ზუსტი ჰქონდა, ორჯერ კი მასზე დაჯარიმდნენ. ჰენრიკი კარგი იყო "დორტმუნდშიც", "მანჩესტერშიც", "არსენალშიც" და "რომაშიც", მაგრამ ტიტულამდე სულ ერთი ნაბიჯი აკლდებოდა. მხითარიანის ისტორია ყველამ იცის,
მას მამა ადრე გარდაეცვალა და ბევრი პრობლემა გადაიტანა...

Sportall.Ge

მხითარიანი 2021 წელს მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა კაპაროსმა, ნაკრებში აღარ მიიწვია და ამან ყოფილი კაპიტანი ძალიან გააბრაზა. ახლა სომხებს უკრაინელი პეტრაკოვი წვრთნის.

სომეხი გულშემატკივრები გახარებულები არიან და აფიქსირებენ, რომ ძალიან ცუდია, ჰენრიკი ნაკრებში რომ აღარაა. საინტერესოა ერთ-ერთი გამოხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს სკუდეტო ქართველმა (ხვიჩა კვარაცხელია) მოიპოვა, წელს კი ამის პატივი სომეხ ფეხბურთელს ხვდა წილად...

მხიათარიანმა სომხეთისა და უკრაინის ჩემპიონობას, კარიერის ბოლოს, მართლაც მშვენიერი ჯილდო შემატა.

alt"ინტერმა" "მილანს" სძლია და მეოცედ მოიპოვა სკუდეტო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
Ეხ ბევრს არ გესიამოვნებათ მაგრამ ფაფხურას მხითარიანამდე ბევრი უკლია და ვერასოდეს იდამაშებს მხითარას დონეს
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
23 აპრილი 2024 19:01
68
ადმინ, ეს ნაძირალა დაბლოკე, ვერ ხედავ რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვას ცდილობს? ეგ ან ქართველების დაძინებელი მტერია ან კიდევ ფსიქიურად შეურაცხადი.
გია პაპა
24 აპრილი 2024 14:50
0
ადმინ, ამ ნაბი#ვარს რატომ არ ბლოკავ? შენც ხომ არ ეთანხმები მის ნაბოდვარს?
ფეოლა
24 აპრილი 2024 14:41
0
ყველა გამოხმაურება
მომავალ წელს აზერბაიჯანელის რიგია)))
მამუკა
23 აპრილი 2024 15:24
6
მილოცვა ჰენრიხს და ყველას ვისაც მისი წარმატება გაუხარდა, სომხებსაც და ქართველებსაც.
სიმენონი
23 აპრილი 2024 15:04
4
მხითარიანი კარგი და წესიერი ადამიანია. ფეხბურთელიც დიდებულია.
წამიკითხავს - ქართველებსაც დიდ პატივს სცემს!

ვულოცავ მას იტალიის ჩემპიონობას!
თამაზი
23 აპრილი 2024 14:20
4
ესენი ქართველებს თუ არ გაეჯიბრნენ და გაეჭიმნენ ისე არ შეუძლიათ!!
!!!
23 აპრილი 2024 13:28
16
ისტორია ისწავლეთ. არ არიან ესენი ჩვენი ძმები ან მეგობრები.
რეალობა
23 აპრილი 2024 12:51
19
ივანიშვილოვის ფასიანი ბოტების აზრები არ მაინტერესებს.
რეალობა
23 აპრილი 2024 14:40
18
ღვრაძლიანი კომენტარები სომხებზე ისევ ჩნდება. დაუშვებელია!!!
მტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ ქართველებო!
სომეხი არაა ჩვენი მტერი. ჩვენ სხვა მტრები გვყავს, თანაც ბევრი.
სომხები ჩვენი ძმები არიან.
მხითარიანი მაგარი ფეხბურთელია.
ვაჟა
23 აპრილი 2024 13:28
15
ყველაფერში როგორ გვეჯიბრებიან!? (გულით ვულოცავ) სანამ მომავალ ევროპებზე არ გავლენ რაღა დააძინებთ აწი ....
rigiti
23 აპრილი 2024 12:06
8
სპორტია, აქ შეჯიბრი და კონკურენცია მოსულა და ჯანსაღია.
მიულოცე და გაიხარე რო ჩვენი რეგიონიდან ასეთი წარმატებებით შევდივართ ევროპაში (და არა საქურდალად).
არ არის ცუდი არც ჩვენთვის და არც სომხებისთვის. პირიქით, ყველაფერი კარგად არის.
:))))))))))))))))
23 აპრილი 2024 12:40
3
მაინც იტყვის ჩემი სჯობსო...ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ჩვენს მეზობლებს.ჰენრიხ მხითარიანი,დიდი სპორტსმენი-პროფესიონალია და კვარასთვისაც მისი ისტორია,შესაძლოა მაგალითის მიმცემი იყო.დიდი სიამოვნებით ვულოცავ კარიერაში საუკეთესო მიღწევას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ.ნეტავი მასაც ისე ძიძგნიან,სომხეთში,როგორც ჩვენ,ჩვენს ვარსკვლავებს?რატომღაც არა მგონია!
სოსო
23 აპრილი 2024 11:56
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული