ამის შედეგად, "შეშლილი მაქსი" ბოლო 50 წელში გახდა ტურინელთა მესამე თავკაცი, რომელიც კლუბმა სეზონის მიმდინარეობისას დაითხოვა.
ასეთი განაჩენი "ვეკია სინიორაში" 2008/09-წლების სეზონში კლაუდიო რანიერის, 2009/10-წლებში კი ჩირო ფერარას გამოუტანეს.
სავარაუდოდ, "იუვენტუსის" მწვრთნელი მომავალი სეზონიდან "ბოლონიას" ამჟამინდელი თავკაცი ტიაგო მოტა იქნება.