ჰუმელსს კონტრაქტს სერია A-ს ახალწვეული სთავაზობს

AutoSharing Option
Foot Mercato-ს ინფორმაციით, 35 წლის გერმანელ მცველ მატს ჰუმელსს კონტრაქტს სერია A-ს ახალწვეული "კომო" სთავაზობს.

ვეტერან ფეხბურთელს იტალიელები სეზონურად 3 მილიონ ევროს, პლუს ბონუსებს სთავაზობენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "კომოს" გარდა, გამოცდილი უკანახაზელის სამსახურით კალჩოს სხვა გუნდებიც ინტერესდებიან.

ინფორმაციისთვის, ჰუმელსი "დორტმუნდიდან" წამოვიდა და ახლა თავისუფალი აგენტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული