"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინლაძე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა.

"ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს.

საქართველომ დაწერა ისტორია. გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას.

მადლობა, ეროვნული ნაკრები, რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, ჩვენი გერბი, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბრძოლა და ჩვენი დაუოკებელი სწრაფვა წარმატებისკენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ.

გაუმარჯოს საქართველოს!", - წერს ქინქლაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა.

alt"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

altმიქაუტაძის ამსტერდამული პერსპექტივები - აქ შოთას გაჰქონდა, ქინქლაძე კი დასაჯეს და ფეხბურთი სიამოვენებას აღარ ანიჭებდა...

altგენიოსი, წარმოუდგენელი და უდიდესი ტალანტი, რომელიც არაფრით მოვიდა და ყველაფერი წაიღო - გიორგი ქინქლაძეზე ინგლისური გამოცემა წერს

მკითხველის კომენტარები / 18 /
აქ და სხვაგანაც ვინც ამ გუნდს აგინებთ ცხოვრებაში რა ჩემი ფეხები გაქვთ გაკეთებული? სამი ადამიანი მაინც გაგიხარებიათ თქვენი საქმიანობით? მოკეტეთ რა ამოხვედით ყელში.
ჯონდო
15:16 01-07-2024
35
მსოფლიოს ყურადღება შეიძლება მართლაც მივიქციეთ კარგი გულშემატკივრობით. მაგრამ თამაში ნამდვილად კატასტროფა იყო და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მართალი თქვა ესპანელთა მწვრთნელმა, კიდევ 8-9 გოლის გატანა შეგვეძლოო. რადიკალური ზომებია მისაღები ახალ შესარჩევამდე და ეს დღესვე უნდა დავიწყოთ. ფაქტიურად ნახევარი გუნდი არ გვყავს. ახალი, გამოცდილი მწვრთნელი, თუნდაც კალცონას დონის და ახალი სისხლი ნაკრებში. თუ არა და შანსი არა გვაქვს არც ჩეხებთან, არც უკრაინასთან და თქვენ წარმოიდგინეთ არც ალბანეთთან!
ნამეტანსაც ნუ გავაბუქებთ
14:55 01-07-2024
13

სიახლეები პოპულარული