კვარაცხელიას და კიეზას თანაგუნდელობა რეალური გახდა - "იუვენტუსმა" ფედერიკო ტრანსფერზე დააყენა
AutoSharing Option
ავტორიტეტული და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "იუვენტუსმა" გუნდის 26 წლის ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელი "ვეკია სინიორას" ახალი მწვრთნელის, ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის.
ტურინელები ამ პოზიციაზე "ატალანტადან" ასევე 26 წლის ნიდერლანდელის, ტეუნ კოპმეინერსის დამატებას აპირებენ.
რაც შეეხება კიეზას, მისი ხილვა "ნაპოლიში" მის ყოფილ მწვრთნელ ანტონიო კონტეს სურს და შესაძლოა, ფედერიკოც ხვიჩას თანაგუნდელი გახდეს.
აქ ფეხბურთის ცოდნას აფასებს ზოგი კომენტარებში და არის ცუდი იმაში რომ ერთი და იგივე პოზიციაზე თამაშობენ საუკეთესო ითამაშებს და კვარაც ტონუსში იქნება კონკურენცია წაადგება