ალესანდრო ბონჯორნო კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
ავტორიტეტული და გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ნაპოლიმ" "ტორინოდან" 25 წლის მცველი ალესანდრო ბონჯორნო შეიძინა.

გარიგების საფასურმა 35 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 5 მილიონი ევრო ბონუსებით დაემატება. ფეხბურთელი "პარტენოპეისთან" კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს.

შრომით ხელშეკრულებაში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა მცველის გამოსყიდვა 2027 წლიდან 70 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

ბონჯორნო, რომელიც აქამდე კიდევ ერთი ქართველის, საბა საზონოვის თანაგუნდელი გახლდათ, ხვალ ჩავა ნეაპოლში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაპოლის აშკარად ფოტოშოპის სპეციალისტის ვაკანსიაც აქვს
სიმენონი
15:12 10-07-2024
0
კარგი ამბავია საზონოვს მთავარი კონკურენტი ჩამოსცილდა
zura222
13:03 10-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული