რვაწლიანი ქორწინების შემდეგ მორატა ცოლს გასცილდა - ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
რვაწლიანი თანაცხოვრებისა და ქორწინების შემდეგ, ესპანეთის ნაკრებისა და "მილანის" ფორვარდი ალვარო მორატა ცოლს, ცნობილ მოდელ ალის კამპელოს გასცილდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 31 წლის ფეხბურთელმა თავად გაავრცელა.

"დაფიქრებისა და საუბრის შემდეგ, მე და ალისმა გადავწყვიტეთ, რომ გავშორებულიყავით. ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, სადაც ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და მხარში ვედექით.

გვქონდა შესანიშნავი წლები, რომლის ნაყოფილ ჩვენი 4 შვილია. ეს არის მტკივნეული გადაწყვეტილება და ხალხისგან პატივისცემას მოვითხოვთ.

წამიერი პოპულარობისთვის ნუ ააწყობთ ისტორიებს, რადგან ვიმეორებ - პატივისცემა ჩვენს ურთიერთობას არასოდეს აკლდა, უბრალოდ იყო ბევრი
მუდმივი გაუგებრობა, რომელიც ნელ-ნელა აფუჭებს ყველაფერს.

ალისას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში და ყველაფერი, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ, წარმოუდგენელი და შესანიშნავი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო", - წერს მორატა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მორატას ცოლთან გაშორების მთავარი მიზეზი არის ის, რაც შეგნებულად არ ხმაურდება: მორატას ცოლმა უღალატა ულამაზეს ქართველ მამაკაცთან, ბატონ გუბაზ სანიკიძესთან!
გიორგი
15:58 12-08-2024
22
ყველამ იცის თავის ოჯახისთვის როგორ ჯობს მაგრამ 4 შვილის დედას დაშორდი და ხალხიზგან პატივიცემას ითხოვ?ევროპაზე გამარჯვების შემდეგ თქვენი ოჯახის ფოტო რომ ვნახე მინდორზე გადაღებული თქვენზე ბედნიერი თუ არსებობდა ვინმე ვერ წარმოვიდგენდი.
გიორგი
16:27 12-08-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული