"ნაპოლი" ჩიხში შედის - სეზონი რამდენიმე დღეში იწყება, "პარტენოპეის" კი ლუკაკუზე კიდევ ერთი წინადადება დაუბლოკეს

AutoSharing Option
Sky Sport-ის ინფორმაციით, "ჩელსიმ" "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მორიგი შეთავაზება დაუბლოკა.

"პარტენოპეი" მზაობას გამოთქვამდა 25 მილიონი ევრო ახლავე გაეღო, რასაც შემდეგში 5 მილიონი ბონუსებით დაემატებოდა, მაგრამ ლონდონელებმა ამაზე უარი თქვეს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" არ ჩქარობენ და უნდათ, რომ ბელგიელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გამოიმუშავონ.

სამაგიეროდ, საჩქაროდ საქმე "ნაპოლის" აქვს, რომელიც 4 დღეში სერია A-ს ახალ სეზონს იწყებს. ვიქტორ ოსიმენი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ჩემოდნებზეა, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება ვერცერთ გუნდთან ვერ მოხერხდა.

პარარელურად ანტონიო კონტეს რომელუ ლუკაკუს დამატება
სასწრაფოდ უნდა, მაგრამ ამისთვის ნიგერიელი უნდა გაიყიდოს, რათა სახელფასო ჭერიც შემცირდეს და "ჩელსისაც" ბელგიელის სანაცვლოდ უფრო დიდი თანხა შესთავაზონ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არის ერთი კარგი ანდაზა რომელიც ლაურენტესზეა ზედგამოჭრილი: "ძუნწი იხდის ორმაგს" თუმცა ლავრენტის შემთხვევაში შეიძლება სამმაგიც გადაიხადოს...
Lasha
14:00 14-08-2024
2
მახსოვს შარშანდელი სეზონის წინა ეიფორია, მაშინ როცა რუდი გარსია მიიყვანეს კლუბში ზარ-ზეიმით. დე ლაურენტისი ღიმილიანი და იმედიანი იყო, ფიქრობდა იაფად კარგი მწვრთნელი ვიშოვნეო, კვარა თავიდანვე კაბალური პირობებით დავაბი და ვერსად წავაო, თითქოს დასაწყისიც არ იყო ურიგო, თუმცა შემდეგ ყველას გვახსოვს რაც მოხდა...მკვდრეთით აღმდგარი - მაძარი, ნიჭიერი მოხალისე - კალცონა, უსახური გუნდი, ასეთივე თამაშით, უმოტივაციო ფეხბურთელებით და სატურნირო ცხლილში დაკავებული "დამსახურებული" მე-10 ადგილი.

რომ დაუფიქრდეს კაცი, წელსაც დიდად არაფერი შეცვლილა, ერთადერთი რაც შეიცვალა, ეს ისაა, რომ წუწკ მოხუცს მწვრთნელი 2 მილიონის ნაცვლად 8 უჯდება, თუმცა ბირთვი და შინაარსი უცვლელია. მეტიც...ოსიმენიც აღარ მოიაზრება გუნდის წევრად და შეტევის ცენტრში რასპადორის და სიმეონეს იმედზე (ან თუნდაც ლუკაკუს) თუა კონტე, დიდი ვერაფერი ქონია კლუბს საიმედო. აქვე არ დაგვავიწყდეს ის, რომ გუნდი კონტეს პირობებში 3 მცველიან ტაქტიკაზე გადაერთო, სადაც რაჰმანის (დიდი ხვრელია) იმედადაა, კარში კი ისევ მერეტი...ძალიან არ მინდა გავაჟღერო, მაგრამ დღევანდელი შემადგენლობითა და ფორმაციით მოთამაშე ნაპოლის, არამც თუ ოთხეულში, არამედ ევრო ზონაში მოხვედრაც კი სანუკვარ ოცნებად ექცევა.
ABARA
12:51 14-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული