"იუვენტუსმა" და პოლონელმა მეკარემ, ვოიცეხ შესნიმ გაისამდე მოქმედი კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
34 წლის შესნიმ 7 სეზონის განმავლობაში 252 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ თუ შესნიმ სასურველი შეთავაზება არ მიიღო, შეიძლება კარიერა დაასრულოს.
მისი სამსახურით "ალ ნასრი" და "მონცა" არიან დაინტერესებული.