"იუვენტუსმა" "ფიორენტინას" ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, 26 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ნიკოლას გონსალესი კარიერას "ფიორენტინადან" "იუვენტსში" განაგრძობს.

ტურინელებს გამოცდილი ფეხბურთელის ყიდვა ბონუსების ჩათვლით 38 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

გონსალესი ფლორენციული გუნდის წევრი 2021 წლიდან მოყოლებული გახლდათ. მან ჯამში 125 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 38 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული