განრისხებულმა ოსიმენმა "ნაპოლის" დირექტორებს წერილი მისწერა - ნიგერიელმა კლუბს ეს შეუთვალა

AutoSharing Option
L'Equipe-ს ჟურნალისტი ლოიკ ტანზი წერს, რომ ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისა და "ნაპოლიში" დარჩენის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენმა "პარტენოპეის" დირექტორებს წერილი მისწერა.

ნიგერიელმა გუნდის ბოსებს შეუთვალა, რომ "პარტენოპეიში" არაფრის დიდებით აღარ ითამაშებს და მისთვის ეს საკითხი არ განიხილება.

თავის მხრივ, აფრიკელი ფორვარდის გამოყენებას მწვრთნელი ანტონიო კონტეც არ აპირებს. სავარაუდოდ, თუ საუდის არაბეთში ან კატარში მისი ტრანსფერი არ შედგება, (სადაც სატრანსფერო ფანჯარა კიდევ რამდენიმე დღით ღიაა), ოსიმენი იანვრამდე "ნაპოლის" 21-წლამდელთა გუნდში ივარჯიშებს. 

altდე ლაურენტისის ტრაგიკომედია - აზარტში შესულ აურელიოს ოსიმენი ხელში შერჩა

და 138+ მილიონი იზარალა
მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალიან ცუდად ექცევიან ოსიმენს, პირდაპირ ჩაგრავენ, იმდენად აშკარად არასამართლიანად რომ მის მიმართ კლუბის დანაშაული სახეზეა. ოსიმენმა სარჩელი რომ შეიტანოს სასამართლოში ამის აშკარა საფუძველი აქვს. მართლა დიდი ტალანტის ფეხბურთელია, გოლის გატანის დიდი ალღოთი და როგორც არარაობას ისე ექცევიან
0
საძაგელი წუწურაქი კაცია ლაურენტისი. ხვიჩა არ მინდოდა მასთან დარჩენილიყო. არ წაუვა ლაურენტისას საქმე კარგად.
ოსიმენს როგორც ექცევიან, არის უმადურობა და არასამართლიანი, ასეთი ქმედებები ლაურენტისას უკან დაუბრუნდება აუცილებლად
ხათუნა
19:40 31-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული