"მილანის" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა - "როსონერიმ" "ინტერი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 22 სექტემბერს, სერია A-ს მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში, "დერბი დელა მადონინაში" "მილანმა" "ინტერი" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე კრისტიან პულიშიჩმა გახსნა. 27-ე წუთზე ფედერიკო დიმარკომ სხვაობა აღადგინა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 89-ე წუთზე მატეო გაბიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და "როსონერის" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ამრიგად, "მილანი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. პაულო ფონსეკას გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 27 სექტემბერს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" ჩემპიონატში 8 ქულით მე-6 ადგილზეა. "ნერაძური" 28 სექტემბერს "უდინეზეს"
დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გარდამავალი უპირატესობა, მეორე ტაიმი მილანის სრული უპირატესობა იყო, დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ.
რრრ
12:09 23-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული