პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - "ნაპოლი" ხვიჩას შემცვლელს "ლილიდან" ყიდულობს

AutoSharing Option
Le Parisien წერს, რომ "ნაპოლიმ" "ლილის" ვინგერ 25 წლის კოსოვოელ ედონ ჟეგროვასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ახლა გუნდებმა სატრანსფერო თანხაზე უნდა მოილაპარაკონ.

კოსოვოელი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად მიიჩნევა და წესით, ქართველის ტრანსფერიდან აღებული თანხის წყალობით, "პარტენოპეის" ფრანგულ მხარესთან შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეს.

ჟეგროვა "ლილს" 2022 წელს "ბაზელიდან" შეუერთდა, იქამდე კი "გენკისა" და "სენტ ტრუიდენის" ღირსებასაც იცავდა.

მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩაში აღებული ფულით თავისუფლად შეუძლიათ, ერთი კი არა, სამი ჟეგროვა იყიდონ, ხოლო ლაურას კომერციულ ნიჭების გათვალისწინებით, იქნებ, ნახევარი დუჟინიც მოუვიდეთ, მაგრამ მოედანზე კი მაქსიმუმ ერთის გამოყენების უფლება ექნებათ...
დდდ
16:56 15-01-2025
1
კონტე იცით როგორი მწვრთნელია, აი ავეჯის ხელოსნები რომ ავიღოთ, ერთი დახვეწილ ძვირადღირებულ ავეჯს ამზადებს და მეორე კარგ მყარ და გამძლე ტაბურეტს. აი კონტემ “ნაპოლისგან” კარგი ტაბურეტკა გააკეთა.
ირაკლი
20:17 15-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული