"ვერონა" გაიყიდა - სერია A-ში ამერიკელი მფლობელები მერვე გუნდს ეყოლება

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს ბინადარმა "ვერონამ" ოფიციალური საიტის მეშვეობით გვაუწყა, რომ კლუბი ამერიკულმა კომპანია Presidio Investors-მა შეიძინა.

გუნდის აწ უკვე ყოფილი მფლობელი 2013 წლიდან მაურიციო სეტი გახლდათ, რომელიც ახლა "ვერონაში" დარჩება და საფეხბურთო ოპერაციების უფროსი კონსულტატის თანამდეობას დაიკავებს.

გარიგების ფინანსური მხარის ოფიციალური დეტალები არ გახმარებულა, თუმცა თუ ESPN-ს დავუჯერებთ, თანხამ 120-130 მილიონი ევრო შეადგინა. 

"ვერონა" მიმდინარე სერია A-ში ცუდად ასპარეზობს და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. კლუბს 19 ქულა აქვს და მე-17 ადგილს იკავებს. აქვე გეტყვით, რომ კალჩოში ამერიკელი მფლობელები კიდევ 7
გუნდს "მილანს", "რომას", "ინტერს", "ატალანტას", "ფიორენტინას", "პარმასა" და "ვენეციას" ჰყავთ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული