მოულოდნელი ამბავი - "ნაპოლიმ" შეთანხმებას მიაღწია და კვარაცხელიას შემცვლელს საუდის არაბეთის კლუბიდან იჯარით იმატებს

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბ "ალ აჰლის" საკუთრება და ამჟამად "ფენერბაჰჩეში" იჯარით მოთამაშე ალან სენტ-მაქსიმინი კარიერას დიდი ალბათობით "ნაპოლიში" განაგრძობს და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის.

"პარტენოპეი" 27 წლის ფრანგის სეზონის ბოლომდე განათხოვრებით აყვანაზე საუდის არაბეთის კლუბს უკვე მოელაპარაკა, ახლა კი მაქსიმინი სტამბოლელებმა უნდა გაათავისუფლონ და ვადაზე ადრე კონტრაქტი გაუწყვიტონ.

ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში "სენტ ეტიენში", "ჰანოვერში", "ბასტიაში", "მონაკოსა" და "ნიცაში" უთამაშია. გულშემატკივართათვის კი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი "ნიუკასლში" იყო, რის შემდეგაც 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 27 მილიონ ევროდ "ალ აჰლიში" გადავიდა. 

სენტ-მაქსიმინმა
მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატში 16 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ფრანგ შემტევამდე "ნაპოლი" ალეხანდრო გარნაჩოსა და კარემ ადეიემის დამატებას ცდილობდა, თუმცა არცერთი მათგანი არ გამოუვიდა და მოულოდნელად საქმეში ახალი კადრი და თანაც, იჯარა გამოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გულწრფელად ორმაგად მიხარია, რომ ხვიჩამ ეს არაჯანსაღი გარემო მალევე დატოვა, უმადური, დაუნახავი და ამაზრზენნი გარემო.
თორელი
15:16 01-02-2025
2
ტიპი კვარაცხელიას 150 მილიონად აფასებდა ეხლა ნახევარ ფასში გაყიდა და კვარას შემცვლელს ეძებს ისევ 10 მილიონად
roni
14:40 01-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული