"ნაპოლიდან" კონტეც მიდის? - ანტონიოს, რომელსაც დე ლაურენტისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, სერია A-ს სხვა გუნდს უკავშირებენ

AutoSharing Option
La Repubblica-ს ინფორმაციით, ზაფხულში "ნაპოლის" რიგები შესაძლოა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დატოვოს და მან სამუშაოდ "მილანში" გადაინაცვლოს.

55 წლის სპეციალისტს გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და თუ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა ვერ მოიპოვა, კლუბიდან აბარგებაზე იფიქრებს.

პარარელურად, იტალიური მედია აქტიურად წერს, რომ ზაფხულში "როსონერის" მოქმედი დამრიგებელი სერჟიო კონსეისაო დატოვებს და კონტე შეცვლის მისი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

La Repubblica გვამცნობს იმასაც, რომ "მილანში" მასიმილიანო ალეგრისა და რობერტო მანჩინის ვარიანტებსაც განიხილავენ და არჩევანს საბოლოოდ ამ სამ კანდიდატს შორის
გააკეთებენ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
იისე , ლუკაკუს და კონტეს რომ აგინებთ ყოველი მე-2, გასული სეზონი ხომ არ გავიწყდებათ,როდესაც საოცარი საჩემპიონო სეზონის შემდეგ, გუნდი რამდენიმე ძირითადის ფეხბურთელმა და მწრთვნელმა დატოვა,ოსიმენასაც გაყიდვას უპირებდნენ და ახალი გუნდის ლიდერად კვარას მოიაზრებდნენ, მაგრამ მან სამწუხაროდ ვერც ლიდერობა ითავა და ვერც კლასით გაქაჩა, შედეგად გუნდი მხოლოდ მე-10 ადგილზე გავიდა, ამიტომაც პრეზიდენტი იძულებული გახლდა კონტე-ლუკაკუს პროექტი წამოეწყო და შედეგიც სახეზეა-გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლაშია, კვარა კი სასწრაფოდ გაასხვისეს შუა სეზონში, როოგორც ჩანს არ სჭირდებოდათ,თორემ რამდენიმე თვით მისი შენარჩუნება არ გაუჭირდებოდათ, მე მგონია, კვარას სტიქია დომინანტი გუნდია-რომელიც ყველა სუსტ მეტოქეს ანგრებს და ორნიშნა ფორა აქვს სატურნირო ცხრილში,ასე იყო ნაპოლის საჩემპიონო სეზონში და ესეა ეხლაც პსჟ-ში და ასევე ვფიქრობ, უპრობლემოდ მოერგება მართლა სუპერ კლუბებს. ჩვენში, ბევრი კი არის გახარებული-ხბოს აღტაცებით მისი პსჟ-ში გადასვლით, მაგრამ ეს ძირითადათ ლივეპოლთან თამაშების გამოძახილია, თორემ ის რომ ნაპოლის სიმბოლო-სახე იყო ფაქტია, სპორტული თვალსაზრისით კი იტალიაში თამაშს,რომელი ფეხბურთის მცოდნე შეადარებს საფრანგეთის ლიგა ერთში თამაშს-სად კლასიკური იტალიური თამაშის სტილი-ლეგენდალური გუნდები და სად აფრიკულ-ძალისმიერი ფეხბურთი, თავისი მეცებით და ბრესტებით, თუ არა და შეადარეთ მისი თამაში ნაპოლის საჩემპიონო სეზონში-ლაღი, თავბრუდამხვევი დრიბლინგები,ფინტები,გოლები, სრული თავისუფლება მინდორზე, კრეატივი და აღფთოვანებული საფეხბურთო სამყარო...და ეხლა, როცა მკაცრ ენრიკეს დახაზულ მარწუხებშია მოქცეული, გაუთავებელი უკან პასები, მკაცრად დაცვაში პახავი და დემბელეს და სხვების ჩრდილში ყოფნა. სამაგიეროდ, ფინანსურად,როგორც წერენ მაგრად იხეირა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. იმედია ნაკრებში მაინც გაილაღებს ძველებურად, თორემ პსჟ-ში რაღაც შებოჭილი მეჩვენება, თითქოსდა არ არის თავის ადგილზე....შეიძლება მეჩვენება კიდეც!!..... ახლა მთავარია მეზობლებს მოუგოთ სტუმრად და შინ, თორემ ნაპოლი-საც და პსჟ.-ს არ გააცივაა..რეალსაც კიდევ..
ვოვა ქოჩლაძე
10:57 19-03-2025
3
შეიძლება არ მოგწონდეს მისი სტილი,თუმცა კონტე ტოპ მწვრთნელია. იუვეში ეპოქა შექმნა,მერე იტალიის ნაკრები საკმაოდ კარგად ათამაშა და რომ არა ესპანეთის ლეგენდარული ნაკრები,ევროსაც მოიგებდა.ჩელსიში იყო და ეგრევე ჩემპიონი გახდა. მოკლედ,რთული ხასიათის კაცია კონტე,მას სჭირდება თავისებური მიდგომა და ხელშეწყობა,შედეგს აუცილებლად დადებს. ვიღაცას გონია რო თანამედროვე ფეხბურთში ადვილია წარმატების მიღწევა,თან ნაპოლით. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით,რომ არა კონტე და მისი გამოცდილება,ნაპოლი იქნებოდა საჩემპიონო ბრძოლაში? ჩემი აზრით,არ იქნებოდა და ლიგის ზონაც გაუჭირდებოდა. აქ მჭერმეტყველებთ ზოგი,რითაც ფეხბურთში უვიცობას ამჟღავნებთ.

ზოგი კვარას გაშვებას მას აბრალებს,რაც არის ტყუილი და არ შეიძლება ეგრე.არცერთი მწვრთნელი არ გაუშვებს თავის საუკეთესო ფეხბურთელს თავისი ნებით,თან შუა სეზონში.კვარას ზაფხულშივე უნდოდა წასვლა,თუმცა გადააფიქრებინეს და დატოვეს. მერე მაინც წავიდა და აქ კონტეს ბრალი არ არის. ნუ გიყვართ სიტუაციის დრამატიზება,ყველაფერს ნუ აბრალებთ სხვას. არ უნდოდა თამაში კვარას ნაპოლისთვის,ეტყობოდა ეს ამბავი და კონტეც შესაბამისად ცდილობდა,რომ გუნდი შედეგისთვის გამოეყვანა. მისთვის კვარა და ნერეში ერთი სიტუაციაში იყო,მას სჭირდებოდა შედეგის დამდები გუნდი და ასე იღებდა გადაწყვეტილებას. რა გგონიათ,მესი ყავდა გუნდში,შემართული ფეხბურთელი და ზამენაზე სვავდა? თუ ეგრე ფიქრობთ,წადით და ბალეტს უყურეთ,არ არის თქვენი საქმე ფეხბურთი.
იასონას უდარი
09:09 19-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული