ტონალი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "იუვენტუსს" "ნიუკასლის" ნახევარმცველის სანდრო ტონალის დამატება სურს და ფეხბურთელთან პირველადი კონტაქტი უკვე დაამყარა.

თავად 24 წლის იტალიელს სამშობლოში დაბრუნების სურვილი ჯერჯერობით არ აქვს და მთლიანად თავის ამჟამინდელ გუნდზეა კონცენტრირებული, თუმცა ტურინელები ეცდებიან, რომ გადაწყვეტილება შეაცვლევინონ.

მოგეხსენებათ, ტონალიმ "კაჭკაჭებს" სწორედ სერია A-დან მიაშურა, სადაც "მილანის" ფორმას ირგებდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე "ნიუკასლის" ფორმა 35 შეხვედრაში მოირგო, სადაც 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული