უკრაინისა და თურქეთის შეხვედრის დაწყების წინ მოედანზე ნახევრადშიშველი ქალი გადახტა

AutoSharing Option
ხარკოვში უკრაინისა და თურქეთის ნაკრებების მუნდიალის შესარჩევი ტურნირის მატჩის დაწყებისას სტუმართა გუნდის სექტორიდან მოედანზე ნახევრადშიშველი ქალი გადახტა, რომელსაც მკერდზე ეწერა: „ერდოღანი მკვლელია“.

ეს აქცია მიმართული იყო თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდოღანის წინააღმდეგ, მოედანზე გადამხტარი კი ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წევრია.

რაც შეეხება თავად მატჩს, მასპინძლებმა ახლახანს კიევის „დინამოდან“ დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადასული ნახევარმცველის ანდრეი იარმოლენკოს პირველ ტაიმში შესრულებული დუბლით 2:0 მოიგეს და ჯგუფში გალიდერდნენ.

ამავე ჯგუფში თავსხმა წვიმის გამო 29-ე წუთზე შეწყვეტილი ხორვატიისა და კოსოვოს თამაში დღეს გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული