მარტინესი: ბელგიას შეუძლია ჩვენით იამაყოს

AutoSharing Option
ბელგიამ პირეოსში 2:1 დაამარცხა საბერძნეთი და ევროპული ნაკრებებიდან პირველმა მოიპოვა მუნდიალის საგზური. ნამატჩევს ბენილუქსელთა დამრიგებელი რობერტო მარტინესი სიხარულისაგან მეცხრე ცაზე იყო:

"ნათელია, კარგად არ გვითამაშია, მაგრამ განსაკუთრებული დღე იყო, ეს ფინალივით გახლდათ, აუცილებლად უნდა მოგვეგო. ამ დროს ლამაზი ფეხბურთისთვის არ გცალია. ტურნირზე ასეთი ცუდი პირველი ტაიმი, ალბათ არ ჩაგვიტარებია.

ბიჭებმა მაგრად იომეს და საბრძოლო სულისკვეთება წარმოაჩინეს. ბელგიას შეუძლია ჩვენით იამაყოს, თუმცა წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. ახლა კი ზეიმის დროა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბენილუქსი როდის შემდეგ გახდა მხოლოდ ბელგია??? ლუქსემბურგი და ნიდერლანდები სად წავიდა???
2

სიახლეები პოპულარული