კრის კოულმენი: საქართველოს ნაკრები მომავალში წარმატებას მიაღწევს

AutoSharing Option
უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა "დინამო არენაზე" მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

"ბეილმა შეიძლება ორი-სამი კვირა ვერ ითამაშოს. უელსის ნაკრებისთვის ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ამ სიტუაციაში ჩვენ ადრეც ვყოფილვართ. ვფიქრობ, საკმარისად ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, რათა ხვალინდელ შეხვედრაში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ჩვენ ცხრა თამაში ჩავატარეთ ამ ციკლში და აქედან ექვსში რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა ვერ მიიღო მონაწილეობა. გვაქვს გეგმა და სტრუქტურა, რითიც შევეცდებით წარმატების მიღწევას. ხოლო თუ ეს ვერ მოვახერხეთ, ამის მიზეზი ბეილის არყოფნა არ იქნება.

საქართველოს ნაკრებს აკლია წამყვანი ფეხბურთელები,
მაგრამ მათ არაფერი არა აქვთ დასაკარგი და გამარჯვებას შეეცდებიან. პირველ თამაშში აშკარად გვაჯობეს და გაგვიმართლა, რომ ერთი ქულა მოვიპოვეთ. მთელი ციკლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი გუნდია.

თქვენი გუნდი საინტერესო სისტემით თამაშობს. მოთამაშეები მშვენივრად მოძრაობენ და ბურთს კარგად ფლობენ, მაგრამ საერთაშორისო ფეხბურთში ეს არ არის საკმარისი და გამოცდილებაა საჭირო. მე მჯერა, მომავალში თქვენი ნაკრები წარმატებას მიაღწევს", - განაცხადა  კოულმენმა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს უელსის ნაკრებთან 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიგვანიშნა ფიზმომზადება გაკლიათო.
ბიძია
22:44 05-10-2017
0
დაიტანჯებიან და სხვასაც დატანჯავენ! ცოტა გააზრებულად ითამაშეთ თქვე კაიხალხო,არ გინდათ ფეხბურთელებად იქცეთ?
bueehheee
10:32 06-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული