მ/ჩ 2018. ჩრდ.ამერიკა. IX ტური: აშშ და მექსიკა იგებენ [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჩრდილოამერიკულ შესარჩევ ციკლში მეხუთე რაუნდის მე-9 ტურის ორი მატჩი გაიმართა.

თბილისის დროით 7 ოქტომბერს, შუაღამისას, აშშ-ის ნაკრებმა ორლანდოში პანამას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მასპინძლები ანგარიშში მე-8 წუთზე კრისტიან პულიშიჩმა დააწინაურა. მეორე გოლი მე-19 წუთზე ჟოზი ალტიდორმა გაიტანა, რომელმაც ტაიმის მიწურულს 11-მეტრიანიც ზუსტად შეასრულა და დუბლი მიითვალა. საბოლოო ანგარიში ბობი ვუდმა 63-ე წუთზე დააფიქსირა.



მექსიკის ნაკრებმა მეხიკოში ტრინიდადისა და ტობაგოს გაჭირვებით, მაგრამ მაინც სძლია - 3:1. ანგარიში სტუმრებმა 66-ე წუთზე, შაგდონ ვინჩესტერის გოლით გახსნეს. 78-ზე
ირვინ ლასლომ
გაათანაბრა, შემდეგ ხავიერ ერნანდესმა შეაგდო (88), საბოლოო წერტილი კი ექტორ ერერამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე გატანილი გოლით დასვა.



ამ გამარჯვებით მექსიკის ნაკრებმა 21 ქულა დააგროვა და ჩრდილოამერიკულ შესარჩევ ჯგუფში ლიდერობს. 15 ქულით მეორეზეა კოსტა რიკა, მესამე ადგილს კი აშშ იკავებს 12 ქულით. 10 ქულა აქვს პანამას, ჰონდურასს - 9, ხოლო ბოლო ადგილზე ტრინიდადი და ტობაგოა 3 ქულით.

ამაღამ მე-9 ტურის შეხვედრაში კოსტა რიკა საკუთარ მოედანზე ჰონდურასს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული